„ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ დაიჭირეს. მასთან ერთად ბორკილები დაადეს კლუბის ყოფილ გენერალურ დირექტორ ოსკარ გრაუს და იურისტ რომან გომეს პონტის. ბარტომეუს, რომელიც კლუბის მართვას შარშან ჩამოცილდა, კორუფციულ გარიგებებში ედება ბრალი. გაირკვა, რომ ის პირადი მოგების მისაღებად კლუბის სახელით აფორმებდა გარიგებებს.
ყოფილი პრეზიდენტის დაჭერას კლუბის ოფისში ჩხრეკა უძღოდა.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა კლუბმაც. მასში ნათქვამია, რომ „ბარსელონა“ სრულად თანამშრომლობს პოლიციასთან ყველა საკითხში, რაც კი გამოძიებას ეხება, ამავე დროს კი განუხრელად დაიცავს უდანაშაულობის პრეზუმციას ყველა პირის მიმართ, ვისაც სამართალდამცავები საქმის ფიგურანტად მიიჩნევენ.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
