2021 წელი იმით დაიწყო, რომ პრემიერლიგაში ამერიკელი მეპატრონეების რაოდენობამ ბრიტანელებისას გადაასწრო — ოკეანისგაღმელთა კორპორაციამ ALK Capital-მა „ბარნლი” იყიდა. აშშ-დან ინგლისში ჩასულმა ინვესტორებმა 200 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და კლუბის 84 პროცენტი შეიძინეს.
ამრიგად, „ბარნლის” თავმჯდომარის თანამდებობა მაიკ გარლიკისგან ვინმე ალან პეისმა გადაიბარა, რომელიც მწვრთნელ შონ დაიკს უახლოეს მომავალში დიდ მხარდაჭერას დაჰპირდა.
ახალმა თავმჯდომარემ თქვა: „ჩვენ მზად ვართ საქმეში ჩავერთოთ და შონს დავეხმაროთ. მართალია, იმაში გასარკვევად, კერძოდ რა ტიპის დახმარებაა გასაწევი და კლუბი რა მიმართულებით უნდა განვითარდეს, გარკვეული დრო დაგვჭირდება, მაგრამ დახმარებას არ დავაყოვნებთ.
დაიკს გულდასმით ვაკვირდებოდით და მის თაყვანისმცემლებად ჩამოვყალიბდით. მწვრთნელისა და მისი ასისტენტებისთვის სტაბილური სამუშაო პირობების შექმნა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.
ახლა, ენთუზიაზმით ვართ სავსე. ფეხბურთის კლუბებს დიდხანს ვსწავლობდით და ვარჩევდით. მოგვხიბლა „ბარნლის” გულმხურვალე გულშემატკივარმა”.
ამრიგად, პრემიერლიგაში დარჩა სულ ექვსი კლუბი, რომელთაც სრულად ან ნაწილობრივ ფლობენ ბრიტანელები. ესენია, „ბრაიტონი”, „ევერტონი”, „ნიუკასლი”, „ტოტენჰემი”, „ვესტ ჰემი” და „კრისტალ პალასი”. ამათგან, „კრისტალ პალასი” ბრიტანელთა ნაწილობრივ მფლობელობაშია.
ამერიკელებს კი პრემიერლგაში უკვე შვიდი კლუბი ჰყავთ.
მათ გარდა არიან რუსი, ჩინელი, იტალიელი, არაბი (საუდეთი და საემიროები), და ტაილანდელი მეპატრონეები.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
