წლის სპორტსმენი – უკვე მეოთხედ

Home კატეგორიის გარეშე წლის სპორტსმენი – უკვე მეოთხედ

LeBron James named AP Male Athlete of Year award | NBA.comავტორიტეტულმა სააგენტო Associated Press-მა აშშ-ის წლის საუკეთესო სპორტსმენად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა. ეს ამ სააგენტოს მხრიდან „მეფის“ მეოთხე აღიარებაა. ლებრონმა წლეულს „ლეიკერსთან“ ერთად NBA-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ფინალური სერიის MVP-ის ტიტული ირგუნა.

ამას გარდა, აღინიშნა მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტობა და მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობა.

უფრო ადრე ლებრონი წლის სპორტსმენად Sports Illustrated-მა აღიარა. ამავე გამოცემის ვერსიით 35 წლის სუპერვარსკვლავი საუკეთესოდ 2012 და 2016 წლებშიც დასახელდა, სამგზის აღიარება კი ყველა დროის რეკორდია.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".