უნგრელები გამარჯვების გოლს აღნიშნავენ

გუშინ საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის პარალელურად ევროპაში კიდევ სამი თამაში ჩატარდა.

უნგრეთი 88-ე წუთამდე მარცხდებოდა და ბოლო ორ წუთში ორი ბურთი გაუტანა ისლანდიას.

88-ე წუთამდე მარცხდებოდა ჩრდილოეთ ირლანდია სლოვაკეთთან  და იმ დარჩენილ ორ წუთში მანაც მოახერხა გათანაბრება.

შოტლანდიასთან ბოლო წუთამდე მარცხდებოდა სერბეთიც და მანაც გაათანაბრა.

ერთადერთი გუნდი, რომელიც გუშინ ასევე მასპინძელი იყო, ასევე მაცხდებოდა და ბოლო წუთებზე თამაშის გადარჩენა, ან დამატებით დროში გადატანა მაინც ვერ შეძლო, საქართველოა.

ეს ერთი მცირე დეტალია და მხოლოდ მისგან ყოვლისმომცველი დასკვნების გამოტანა ალბათ, არ ღირს, თუმცა სწორედ ასეთი დეტალების ერთობლიობა განაპირობებს იმას რაც სჭირს ქართულ ფეხბურთს.

ჰო, საგოლე ეპიზოდში 3 მაკედონიელზე მეკარის გარდა 6 ქართველი მოდიოდა.

წილი
წინა სტატიამაღლა-მაღლა რომ დაფრინავ…
შემდეგი სტატიამშვიდობით, ბატონო ვაის!
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.