დიეგოს ღმერთმა უშველა

Home კატეგორიის გარეშე დიეგოს ღმერთმა უშველა
დიეგოს ღმერთმა უშველა

დიეგო მარადონას ვექილმა თქვა, ლეგენდა ცოცხალი რომ არის, ნამდვილი სასწაულიაო. ოლივოსის კერძო კლინიკასთან მოდარაჯე ფოტორეპორტიორებმა ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, ბუენოს აირესის დროით საღამოს 6 საათზე (ჩვენთან 12 ნოემბრის ღამის 1 საათი იქნებოდა) გადაიღეს ფოტოები, თუ როგორ გაჰყავთ კლინიკიდან, სასაწრაფო დახმარების მანქანით, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

როგორც ხედავთ, ფოტო გადაუღეს მიმღიმარ მარადონასაც, რომელმაც სასწრაფო ოპერაციის შემდეგ 8 დღე გაატარა საავადმყოფოში. მას თავიდან სისხლის კოლტი ამოუღეს.

„სარბიელის” მკითხველისთვის ცნობილია, როგორ აღმოუჩინეს მსოფლიო ფეხბურთის ბუმბერაზს თრომბი და როგორ გააქანეს ლა პლატას საავადმყოფოდან ოლივოსისაში, სადაც მოხდა კიდეც ქირურგიული ჩარევა, მაგრამ მატიას მორლამ თქვა, რომ სინამდვილეში საქმე უფრო რთულად იყო.

„დიეგომ ცხოვრების ყველაზე რთული წუთები გადაიტანა, — თქვა მან, — ვფიქრობ, იმის აღმოჩენა, რომ თავში თრომბი აქვს, სასწაული იყო. ეს თრომბი მას შეიძლება სიცოცხლედ დაჯდომოდა”.

შემდეგ, მორლამ დაადასტურა, რომ ახლა მარადონას სახლში გადაიყვანენ, სადაც მას სხვა პრობლემებთან, მათ რიცხვში ალკოჰოლიზმთან მოუწევს ბრძოლა.

„დიეგო თავს შესანიშნავად გრძნობს და მზად არის გააგრძელოს ბრძოლა სხვა პრობლემებთან”, — თქვა ადვოკატმა.

დიეგო მარადონა 30 ოქტომბერს 60 წლის გახდა. თავიდან გეგმავდნენ, რომ ის რეაბილიტაციას გაივლიდა თავის ბოლო, ოთხსაძინებლიან ბინაში, რომელიც მისი ახალი გუნდის „ხიმნასია ი ესგრიმა ლა პლატას” სტადიონთან ახლოს, დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ შემდეგ გეგმა შეცვალეს. გადაწყდა, რომ დიეგო დასახლდება ბუენოს აირესთან ახლოს „ნორდელტა არეაში”, ქალიშვილთან, ჯანინა მარადონასთან ახლოს.

ჯანინა მარადონა „მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის სერხიო (კუნ) აგუეროს ყოფილი მეუღლეა. მათ ჰყავთ 11 წლის ვაჟი ბენხამინი.

არგენტინული პრესა წერს, რომ დიეგო მარადონა ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.