თავის დროზე ინგლისელთა იმედი დენი უელბეკი, რომელიც ბოლო დროს ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ ირჯებოდა, უკლუბოდ დარჩა.
„უოტფორდმა“ თავის ოფიციალურ საიტზე მასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ დაწერა.
29 წლის ფეხბურთელის კლუბთან ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს ეწურებოდა, მაგრამ მხარეებმა ის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ახლა ის თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ გუნდში შეუძლია უფასოდ გადასვლა. არადა, კლუბის ყველაზე მაღალანზღაურებადი მოთამაშე იყო – კვირაში 100 ათას გირვანქას გამოიმუშავებდა.
უელბეკი „უოტფორდში“ შარშან ზაფხულს გადავიდა „არსენალიდან“, სადაც 2014 წლიდან იყო. მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, რომლის აღზრდილიც არის.
2011-18 წლებში მას ინგლისის ნაკრებშიც იძახებდნენ, სადაც 42 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
