„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასზეც დამარცხდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა 0:2 წააგო „არსენალთან“, რომელსაც ესპანელი სპეციალისტის ყოფილი ასისტენტი, ასევე ესპანელი მიკელ არტეტა წვრთნის.
გვარდიოლა უკმაყოფილოა…
„ჩვენ ვიცით სტანდარტები, რომელიც ყველა ტურნირზე სხვადასხვაგვარია. ინგლისის თასიდან გამოვარდნა ან კარგი გაკვეთილი იქნება, ან – ცუდი. ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ პრემიერლიგის ბოლო მატჩი „ბორნუთთან“ და ეს გადაგვყვა „არსენალთან“ პირველ ტაიმში. არ გამოგვივიდა იმ დონეზე თამაში, რაც ვიცით. სულაც არ არის საჭირო გენიოსობა იმის გასარკვევად, რომ თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში. ერთი რამ ნათელია – თუ გვინდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას შემოვრჩეთ, სტანდარტი უნდა ავწიოთ“, – ასე აფასებს „ქალაქელთა“ დღევანდელ სიტუაციას გვარდიოლა.
ჩემპიონთა ლიგის „სიტი“ – „რეალი“ 7 აგვისტოს „ეტიჰედზე“ გაიმართება. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა „სანტიაგი ბერნაბეუზე“ მანჩესტერელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
