ტურინის „იუვენტუსის“ 35 წლის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მორიგი მიღწევით იწონებს თავს. გუშინ „იუვემ“ 4:0 გაანადგურა „ლეჩე“. პორტუგალიელმა, ცხადია, გოლი გაიტანა.
ამრიგად, „ლეჩე“ გახდა მე-20 გუნდი იტალიაში, რომელსაც კრიშტიანუმ გაუტანა. ახლა აპენინებზე მხოლოდ „კიევო“ დარჩა, რონალდუს მრისხანება რომ არ უგემია. არადა, გასულ სეზონში პორტუგალიელს ამის შანსი ჰქონდა – პენალტი ვერ გამოიყენა. გასულ სეზონში „კიევო“ სერია A-დან გავარდა, წლეულს ვეღარ გადმოვა და შესაბამისად კრიშტიანუსაც ერთი წელიწადი მოცდა მოუწევს, ისიც კარგ ვარიანტში…
„ლეჩესთან“ კი კრიშტიანუმ გოლს 2 პასიც დაამატა – ჯერ პაულო დიბალას გაატანინა, შემდეგ მის შემცვლელ გონსალო იგუაინს. ორივე არგენტინელს. სულ კი, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, რონალდუმ „იუვეს“ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მოახერხა 26 გოლის გატანა და 4-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა .
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
