სეზონის განახლებას ღონივრად რომ შეხვდნენ, „ჩელსი” თავის ფეხბურთელებს თავად კვებავს — გორგოლაჭებზე სადილს ჩამოუტარებს ხოლმე.
დასავლეთლონდონელებს ასეთი გადაწყვეტილებისკენ იმანაც უბიძგა, რომ ბრიტანეთში სოციალური დისტანცირების წესი ფეხბურთის გუნდებს სასადილოებში თავშეყრას უკრძალავს.
covid 19-გან თავის დასაცავად, ცოტა ხნის წინ, პრემიერლიგამ, კლუბებს სავალდებულო ტესტების რაოდენობა 40-დან 60-მდე გაუზარდა.
ამრიგად, სანამ „ლურჯების” თავკაცი ფრენკ ლემპარდი და მისი ფეხბურთელები ვარჯიშით არიან დაკავებულები, ბაზაზე მათთვის კერძები მზადდება. შემდეგ, ამ საქმისთვის სპეციალურად გამოყოფილი ხალხი მოთამაშეებს კერძებს მანქანებში ჩამოუტარებს. ამ ადამიანებს ხელთათმანები აცვიათ და ჰიგიენის საგანგებო ზომების დასაცავად ყოველმხრივ არიან მომზადებულები. ფეხბურთელებს თავიანთი სადილი შინ მიაქვთ და იქ მიირთმევენ, კლუბი კი მშვიდად არის, რადგან იცის, რომ მოთამაშეები ნოყიერად იკვებებიან.
პრემიერლიგა ეგრეთწოდებულ „პროექტის რესტარტს” 17 ივნისს აპირებს. „ჩელსის” ჩასატარებელი დარჩა 9 თამაში. დასავლეთლონდონელთა მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, რათა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოვიდეს.
„ლურჯების” შემდგომი თამაში ბირმინგემში, „ასტონ ვილას” წინააღმდეგ გაიმართება.
ძირითადი შემადგენლობა უკვე სრულკონტაქტიან ვარჯიშებზეა გადასული.
„ჩელსიმ” ბრიტანეთში covid 19-თან ბრძოლით გაითქვა სახელი. კლუბმა მედიკოსებისთვის 170 000 სადილი დაარიგა და „სტემფორდ ბრიჯზე” მდებარე ორი სასტუმროს 170 ოთახი მათ უფასო სარგებლობაში გადასცა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
