მისი კანდიდატურა ჯერ ისევ განხილვის პროცესშია, მაგრამ გერმანელმა მწვრთნელმა „მილანს“ ისეთი პირობები წაუყენა, ამ კალიბრის კლუბსაც რომ დააფიქრებს.
მაინც რას ითხოვს რანგნიკი? მას სურს კლუბის მთელი სტრუქტურა შეცვალოს, რისთვისაც საკუთარი 18-20 კაცი მიჰყავს და რეფორმებისთვის 140 მილიონ ევროს ითხოვს. აპირებს სრულად განაახლოს ტაქტიკა და შემადგენლობის საშუალო ასაკი 22 წლამდე დაიყვანოს. საამისოდ მას სატრანსფერო კარტ-ბლანში და კიდევ 80 მილიონი ევრო სჭირდება.
და ერთიც: მისი კონტრაქტი (სავარაუდოდ, ფინანსურად ძალიან მსუყე) 5-წლიანი უნდა იყოს.
მილანელები ფიქრობენ და არა მხოლოდ სავარაუდო გერმანულ რევოლუციაზე. მათ უკვე შეიგულეს ალტერნატიული ვარიანტები:„არსენალსა“ და პსჟ-ში ნამუშევარი ესპანელი ემერი, ასევე „ვალენსიას“ ექს-მწვრთნელი მარსელინო.
„მილანის“ ტექნიკური დირექტორის, პაოლო მალდინის რეაქცია ამ ულტიმატუმზე მყისიერი და მძაფრი იყო:
„ამგვარი მოთხოვნების წამოყენება კლუბში შემოჭრის ტოლფასია. არ მისაუბრია რალფ რანგნიკთან და არ ვიცი რას ეყრდნობა მისი ეს განცხადებები. მით უმეტეს, ხელმძღვანელობას ჩემთვის არაფერი უთქვამს. ვურჩევ მას, სანამ იტალიურის სწავლას დაიწყებს, თავაზიანობის და ტაქტის ზოგად წესებს გაეცნოს, იმიტომ რომ არსებობენ მისი კოლეგები, რომლებიც ურთულეს ვითარებაში ცდილობენ სეზონი პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად ჩაამთავრონ”.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
