„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დოკუმენტების შეგროვებას იწყებს და აუცილებლად იყრის კენჭს კლუბის პრეზიდენტის პოსტზე. არჩევნები 2021 წელს უნდა გაიმართოს.ლაპორტას უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება გუნდში პეპ გვარდიოლას დაბრუნებაა: „ახლა ის „სიტიში“ მუშაობს და გადაწყვეტილებაც მხოლოდ მისი მისაღებია, მაგრამ ვთვლი, რომ ის ჩვენთვის ეტალონური მწვრთნელია. ისიც ვიცი, რომ ჩემს მოსაზრებას ფანების უმეტესობა იზიარებს“, – თქვა „ბარსას“ ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას ზღაპრული სამწვრთნელო კარიერა „ბარსელონაში“ სწორედ ლაპორტას დროს დაიწყო. 2008-2012 წლებში პეპი გუნდათ ერთად ყველა შესაძლო ტიტულს დაეუფლა.
2017 წელს გვარდიოლამ განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ მწვრთნელად არასოდეს დაბრუნდებოდა, თუმცა ეს ბარტომეუს პრეზიდენტობის ხანა იყო და ჩავთვალოთ, რომ არ ითვლება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
