დიეგო მარადონას და ლეო მესის ხშირად ადარებენ ერთმანეთს, მაგრამ ბევრს აღარ ახსოვს, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს ამ ორმა დიდმა არგენტინელმა ერთ გუნდში ითამაშა.
ეს შეხვედრა „ესტადიო სიუდად დე ლა პლატაზე” გაიმართა. ადგილობრივი ვარსკვლავები ნაკრების ვარსკვლავებს ეთამაშდნენ (video). ერთი გუნდის მწვრთნელი იყო მიგელ ანხელ რუსო, ხოლო მეორესი პედრო ტროლიო.
როგორც მოგახსენეთ, იმ შეხვედრაში მარადონა და მესი თანაგუნდელები იყვნენ და ერთ ეპიზოდში ბურთი ისე გაათამაშეს, გეგონება მოედანზე მოწინააღმდეგე არ იყო.
ამ ეპიზოდის ბოლოს მესის გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარე გასტონ სესამ ბურთი დაიჭირა.
ნაკრების ფეხბურთელებმა მოიგეს 5:4.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხუან სებასტიან ვერონი, ხუან რომან რიკელმე, მარსელო გალიარდო, ხუან პაბლო სორინი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
