ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, სადაც “პარი სენ ჟერმენმა” “ანდერლეხტს” 5:0 მოუგო, ერთი გაიტანა და ერთი ისეთი საჯარიმოც დაარტყა, რომელსაც გოლი მოჰყვა. ამრიგად, პარიზელებმა ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგეს, 12 ქულა მოაგროვეს და ფლეი ოფის ეტაპზე დაიბევეს ადგილი. ბელგიური გუნდის რბევის შემდეგ მოვალეობამოხდილ ბრაზილიელ ვარსკვლავს გართობა სურდა და ჰელოუინმაც ზუსტად მოუსწრო. დანარჩენი, ანუ ჯოკერად გადაცმული ნეიმარი ფოტოებზე იხილეთ.





ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
