„ლაიფციგის“ სპორტულმა დირექტორმა რალფ რანგნიკმა თქვა, რომ თავის დროზე, როცა ის „ჰოფენჰაიმს“ თავკაცობდა, „ბაიერნს“ შემტევ თომას მიულერის ტრანსფერზე შეუთანხმდა. მიუნხენელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მის სანაცვლოდ სულ 3 მილიონი ევრო მოითხოვა
„2008 წელს მიულერსა და მის აგენტს ტრანსფერზე შევუთანხმდით, ფასი მხოლოდ 3 მილიონი იყო. ის-ის იყო ტრანსფერი ოფიციალურად უნდა გაგვეფორმებინა, რომ ეს ამბავი მიუნხენელთა აკადემიის დირექტორმა ჰერმან გერლანდმა გაიგო და ტრანსფერი სასწრაფოდ დაბლოკა,” – თქვა რანგნიკმა
თავად თომას მიულერმა კარიერა ისე დაიწყო, უკეთესს რას ინატრებდა. მთავარ გუნდში ის ლუის ვან გაალმა დააწინაურა. შემდეგ, სხვადასხვა მიზეზების გამო, თამაში გააუარესა, თუმცა დიდ ფეხბურთელად და „ბაიერნის“ ერთერთ ლიდერად კი ნამდვილად დარჩა.
დღეს, „ბაიერნი“ 30 წლის ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს და თუ დაითანხმა, 2023 წლამდე დაიბევებს…

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
მთავარი ამბავი25/05/2026 | 20:26შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
კატეგორიის გარეშე20/04/2026 | 00:50კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
კატეგორიის გარეშე19/04/2026 | 18:24თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
