„ლივერპულმა” რომ პრემიერლიგაში „უოტფორდთან” 0:3 წააგო, რეზონანსული ამბავი გამოდგა. გავარდნის რისკის წინაშე მდგომ გუნდთან დამარცხებამ მერსისაიდელებს „არსენალის” 2003-04 წლების რეკორდის გამეორებისა და წაგების გარეშე გაჩემპიონების შანსი დააკარგინა. ცნობილი გახდა, რომ „ვიკარიჯ როუდზე” მატჩის დასრულების შემდეგ „წითლების” მწვრთნელი იურგენ კლოპი თავის ფეხბურთელებს გაესაუბრა.
ჟორჟინიო ვინალდუმი: „თამაშის დამთავრებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ის ჩვენთან შემოვიდა და გულწრფელად გველაპარაკა. მან გვითხრა, რომ ჩვენ გვქონდა ფანტასტიკური პერიოდი, მაგრამ იმაზე, რაც „უოტფორდთან” შეგვემთხვა, თვალების დახუჭვა არ შეიძლება. კლოპმა ისიც გვითხრა, რომ ახლა ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ, ზუსტად მივხვდეთ სად შევცდით და ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა მგომარეობა გამოვასწოროთ.
„უოტფორდთან” წაგება მართლაც ძნელი მისაღები და შესაგუებელი იყო. როდესაც დიდი ხანია ფეხი არსად დაგცდენია, მარცხის სიმძიმეს უფრო გრძნობ. უცნაური მატჩი იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში საჩვენო საერთოდ არაფერი მოხდა. ახლა ისღა დაგვრჩენია დასკვნა გამოვიტანოთ და სწორად გავაგრძელოთ მუშაობა”.
ვირჯილ ვან დაიკმა კი თქვა, რომ „ლივერპული” სეზონის წაუგებლად ჩამთავრებაზე არც ფიქრობდა.
„მინდა „უოტფორდი” შევაქო. მათ ბევრი იბრძოლეს, იყვნენ ძალიან დისციპლინირებულები და სამი გოლი გაგვიტანეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგ ვერაფერი მოვახერხეთ.
საპანიკო კი არაფერია. უბრალოდ, უნდა დავაკვირდეთ ასეთი რამ რატომ დაგვემართა.
რაც შეეხება „არსენალის” რეკორდის გამეორებას, რომელზეც მას მედია გაუთავებლად ლაპარაკობს, ის არაფერ შუაშია. ჩვენ უბრალოდ მორიგი თამაშის მოგება გვინდოდა”.
როგორც ადრეც მოგახსენეთ, დასრულდა „ლივერპულის” 44 შეხვედრიანი დაუმარცხებელი სვლა, რომელიც მერსისაიდელებმა 2019 წლის იანვარში „მანჩესტერ სიტისთან” 1:2 წაგების შემდეგ დაიწყეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
