ყატარი რუსების გარეშე

Home კატეგორიის გარეშე ყატარი რუსების გარეშე
ყატარი რუსების გარეშე

მამაძაღლობაში რამდენჯერმე მხილების გამო რუსი ათლეტები მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომის გადაწყვეტილებით 2019 წლის 9 დეკემბერს საერთაშორისო სარბიელიდან 4 წლით მოკვეთეს. „მედოპინგე რუსებს“ მონაწილეობა ეკრძალებათ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე და ასე შემდეგ… ცხადია, აღნიშნულ პერიოდში რუსებს არც საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების მასპინძლობის უფლებას მისცემენ…

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს შესაბამისობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯონათან ტეილორმა კი კონკრეტულად იმ სანქციაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში დაეკისრება.

– მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში რუსეთი თავისი დროშის ქვეშ ვერ ითამაშებს. ფეხბურთელები ყატარში არ იქნებიან, როგორც რუსეთი წარმომაგდენლები. თითოეული რუსი ფეხბურთელის შესახებ საგანგებოდ იმსჯელებს ჩვენი კომიტეტი. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი ფეხბურთელები მხოლოდ ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით დაიშვებიან,“- თქვა  მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს შესაბამისობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...