ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსნის ჯესი ოუენსის მიერ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოთხიდან ერთ-ერთი ოქროს მედალი აუქციონზე გამოიფინება. ლოტის მინიმალური საწყისი ფასი შეადგენს 250 000 დოლარს.
„მძლეოსნობაში არცერთ სხვა მედალს არ აქვს ისეთი ისტორიული წონა და ღირებულება,როგორიც აქვს 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჯესი ოუენსის მოპოვებულ ოქროს მედალს. იმ თამაშებზე არცერთ სხვა ათლეტს არ მიუღწევია იმდენი წარმატებისთვის, რამდენიც ოუენსმა შეძლო. ჩვენთვის დიდი პატივია აუქციონზე გატანოთ მსოფლიოს ვაჩვენოთ სამუზეუმო ღირებულების ნივთი,” – ჯესი ოუენსის ჯილდოს აფასებს აუქციონის დამფუძნებელი კენ გოლდინი.
საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოუენსის მედალი აუქციონზე გააქვთ. 2013 წელს მისი ერთ-ერთი მედალი აუქციონზე გაიყიდა 1,466 574 დოლარად, რაც მაშინ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ რეკვიზიტში გადახდილი რეკორდული თანხა იყო.
აფროამერიკელი ჯესი ოუენსი ბერლინის ოლიმპიური თამაშების ყველაზე ტიტულიანი ათლეტი გახდა. მან ჩემპიონობა მოიპოვა 100, 200 და 4X100 მეტრზე რბენაში და სიგრძეზე ხტომაში. უცნობია, კონკრეტულად რომელ დისციპლინაში მოპოვებული ოქროს ჯილდო გადის აუქციონზე, რომელიც დეკემბერში ნიუ ჯერსის შტატში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
