თავქარიანმა იტალიელმა მეგოლე მარიო ბალოტელიმ ქომაგების კითხვებს სოციალური ქსელით უპასუხა.
კითხვაზე „რეალში“ ითამაშებდა თუ „ბარსელონაში“, ბალოტელის პასუხია: „რეალი“ უფრო მომწონს, მაგრამ „ბარსელონა“ თუ წამიყვანს, „რეალის“ გამო არ ვიტირებ.“
ტოტის და დელ პიეროს შედარებაზე: „ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა ტოტი უკეთესად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დელ პიერო ფანტასტიური იყო.“
2013 წელს „სიტიდან“ „იუვეტუსში“ შესაძლო გადასვლაზე: „ თავიდან მართლაც „იუვესთან“ მქონდა მოლაპარაკება, მაგრამ მაინც „მილანი“ ვარჩიე. საოცრად კარგი იყო „მილანში“ გატარებულიდ დრო, სადაც ადრიანო გალიანის დავუმეგობრდი“.
27 წლის მარიო ბალოტელი 2016 წლიდან „ნიცაშია“ და 29 მატჩში 20 გოლი მოაგროვა.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
