პრაღაში, „სლავიასთან” თამაშის შემდეგ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა „ბარსელონაში” რეზონანსი გამოიწვია. როგორც ჩანს, ესპანეთის ჩემპიონთა შორის საკუთარი გამოსვლით სხვებიც უკმაყოფილონი დარჩნენ. მეკარის ნათქვამმა სავარაუდოდ, მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეზეც იმოქმედა. ბასკმა მწვრთნელმა თითქოს თავის დაცვა სცადა. მან თქვა, რომ კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით პრაღაში ასეთი საშინელიც არაფერი მომხდარა.
„როდესაც თამაში მთავრდება, ნებისმიერ მონაწილეს თავისი აზრი აქვს იმაზე, რაც მოედანზე მოხდა. პრაღაში შეხვედრის ბოლო ხუთი წუთის გამო ყველანი ცოტა არ იყოს შემცბარები ვიყავით. დაახლოებით იგივე იქნებოდა „ეიბართან” მხოლოდ 1:0 რომ მოგვეგო” — თქვა ვალვერდემ, თუმცა, შემდეგ სცადა არც ტერ შტეგენს გამიჯვნოდა ძალიან.
„ბარსას” თავკაცმა დასძინა: „მარკს სრულიად ვეთანხმები იმაში, რომ თამაში მრავალნაირად შეიძლება დასრულდეს, მაგრამ გუნდმა ყველაფერი საჯაროდ კი არა, დახურულ კარს მიღმა უნდა მოაგვაროს”.
და ბოლოს ვალვერდემ მაინც სათავისო თქვა: „როგორც ჩანს, „სლავიასთან” შეხვედრაში ხალხმა ზედმეტი ყურადღება მიაქცია ბოლო ხუთ წუთს და მთელ მატჩზე შთაბეჭდილება მის მიხედვით შეიქმნა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
