ამერიკელმა სპორტსმენმა დალაილა მუჰამადმა 400 მეტრზე თარჯრბენში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 52.20 წამი. მუჰამადმა შეერთებული შტატების ჩემპიონატი მოიგო, რომელიც აიოვას შტატში გაიმართა. წინა რეკორდი რუს იულია პეჩენკინას ეკუთვნოდა, რომელიც მან ჯერ კიდევ 2003 წლის 8 აგვისტოს დაამყარა.

29 წლის მუჰამადი 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და ორგზის მსოლფიოს ვიცე-ჩემპიონია.