ბრიტანული “მირორის” ცნობით, გასაოგნებელი ამბავი მოხდა კალიფორმიაში, სადაც კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი კარიერაში პირველად წაიქცა. 50 ელიტარული ბრძოლის მომგებმა ამერიკელმა როგორც იქნა იგემა დაცემის სიმწარე, მერე რა რომ კალათბურთის თამაშისას…

ასეთი ამბავი იყო: მეივეზერმა საკალათბურთო ქველმოქმედება მოინდომა და კალიფორნიის მავან ქალაქში კომიკოს ნიკ ქენონთან, რეალითი-შოუს ვარსკვლავ კოლტონ ანდერვუდთან და კრივის საერთაშორისო ფედერაციის მეორე ქვესაშუალო წონის ჩემპიონ იროლ სპენს ჯუნიორთან ერთად ჩაება შოუში. 2017 წელს კონორ მაკგრეგორის მიბეთქვის შემდეგ მეივეზერი ცხოვრებით ტკბება, ნაშოვნს ირგებს და როგორც ჩანს, სხვათა დახმარებისთვისაც დრო არ ენანება. ახლაც, კრივის მეფემ ბარე ორი კოხტა ეპიზოდი აჩუქა მაყურებელს (შეგროვილ ათასებზე რომ არაფერი ითქვას), მაგრამ კალათბურთი მთლად მისი საქმე ალბათ ვერ არის. ერთ მომენტში საპირისპირო მხრიდან ბურთი ქუჩის კალათბურთის ოსტატმა, ლარი უილიამსმა (მეტსახელად “ძვალთა მგროვებელი”) წამოიღო და მეივეზერს ისეთი თავბრუ ახვია, ფეხარეული მოკრივე უაზროდ გაიშხლართა პარკეტზე.

იყო ერთი სიცილ-ხარხარი, ტაშისცემა და სხვა ატრიბუტები, რაც ამერიკულ შოუებს გამოარჩევს და მეივეზერის დაცემაც სახალისო სტატისტიკაში მაინც ჰპოვებს თავის ადგილს.

წილი
წინა სტატიასად არის ნეიმარი? ვის უნდა ნეიმარი?
შემდეგი სტატიასტარიჯის ძაღლი
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია