უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ევროპის ლიგის თასის ფინალის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა…
მოგეხსენებათ, 29 მაისს ფინალურ მატჩს ბაქოს ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს. ერთმანეთს ლონდონური „ჩელსი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდებიან.
„მეთოფეთა“ სომეხი ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი გუნდს ბაქოში არ მიყვება უსაფრთხოების გარანტიის არქონის გამო.
ჰოდა ჩეფერინიმაც ამ ამბავზე გააკეთა კომენტარი: „მხითარიანი ბაქოში არ ჩავა? კი ბატონო, ეს მისი გადაწყვეტილებაა. „არსენალს“ ფეხბურთელს უსაფრთხოების გარანტია უმაღლეს დონეზე მისცეს. ჩვენ თუ ყველა ასეთ გამოწვევას დავუხარეთ თავი, მომავალში ვერც ერთი ტურნირის ორგანიზებას ვერ შევძლებთ. არადა, საფრანგეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს უმაღლესად გავართვით თავი იმის მიუხედავად, რომ ტერორისტული შეტევების სამიზნე მთელი ქვეყანა იყო“.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?