ლაივინ კურზავამ კანადელ რეპერ დრეიკთან სელფი გადაიღო და… ორ დღეში „პარი სენ ჟერმენმა” „ლილთან” გამაოგნებელი ანგარიშით, 1:5 წააგო. არადა, პარიზელებს ფრე ჰყოფნიდათ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.
როგორც ჩანს, ვინმეს კურზავასთვის უნდა ეთქვა, რომ სპორტსმენებისთვის დრეიკთან ფოტოს გადაღება სასურველი არ არის.
განვმარტოთ: ყოველთვის, როგორც კი კანადელი შოუმენი სპორტის ამა თუ იმ წარმომადგენელთან გადაიკვეთება, სპორტსმენს დაუყოვნებლივ ეწყება წარუმატებლობათა სერია.
ცხადია, ხვდებით, რომ ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვები არ არის. კენტაკის კალათბურთის გუნდი, „ტორონტო რეპორტსი” და ბევრი სხვა დრეიკის დათარსულია.
დათარსულთა გრძელ სიას იტალიის საფეხბურთო კლუბი „რომაც” შეუერთდა. რომაელებმა დაუყოვნებლივ გამოსცეს აკრძალვა: „რომას” ყველა ფეხბურთელს სეზონის დამთავრებამდე ეკრძალება დრეიკთან ფოტოს გადაღება, — წერია დადგენილებაში.
ლონდონში კონცერტების დროს მომღერალმა არსენალელ პიერ ემერიკ ობამეიანგთან გადაიღო სურათი და „ევერტონთან” 0:1 მარცხმაც არ დაიგვიანა. ობამეიანგმა ტყუილად იწვალა, გოლი ვერ შეაგდო.
დორტმუნდელ ჯეიდონ სანჩოსთან გადაიკვეთა, ბატონო, და ინებეთ — 0:5 მარცხი „ბაიერნთან”.
ამბობენ, რომ დრეიკს თვით „გოლდენ სტეიტ უორიორზი” და სერენა უილიამსიც კი დაუმარცხებია.