მესი და რონალდუ საფრანგეთში უხერხულად დახატეს

Home აქეთურ-იქითური მესი და რონალდუ საფრანგეთში უხერხულად დახატეს
მესი და რონალდუ საფრანგეთში უხერხულად დახატეს
„ფრანს ფუტბოლმა“ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მორიგი ნომრის გარეკანი დააანონსა.
ვერ გეტყვით, რა მარკეტინგული მიგნებაა, მაგრამ გარეკანზე ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან.
ცნობილია, რომ ნომერი ორი უდიდესი ფეხბურთელის დაპირისპირებას ეძღვნება და მათ შესახებ აზრს გამოთქვამენ ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, მარკო ტარდელი, არიენ რობენი, ჯეიმი კარაგერი და ფილიპ ლამი.
დაველოდოთ გამოსვლას.
არ უნდა იყოს ურიგო ნომერი.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".