გეხსომებათ, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებს იანვარში ბედმა უმტყუნა და ევრო 2022-ის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე გასასვლელად ბოლო შეხვედრაში, კვიპროსთან ერთი გოლის გატანა დააკლდა. ამის მიუხედავად, წინსვლის შანსი კიდევ არის. კერძოდ, 8-16 ივნისს დანიშნულია ეგრეთწოდებული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამ 12 გუნდს შორის არის საქართველოც. 6 გუნდი ევროპიდან იქნება, დანარჩენი ექვსი კი სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან და აზიიდან. ევროპული ნაკრებებისთვის ეს შეჯიბრება სწორედ ზემოხსენებული დარჩენილი საკვალიფიკაციო ადგილისთვის ბრძოლას გულისხმობს. სად ჩატარდება შეჯიბრება, მარტში უნდა ითქვას.
ჩამოგითვლით ხსფ-ს ერთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, მალტა, საქართველო, ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, კოლუმბია და კიდევ ორი, რომელთა ვინაობა დასადგენია. ერთი ეგრეთწოდებულ „ვაილდ ქარდს” მიიღებს, მეორე კი 2019 წლის სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული იქნება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
