
უკვე არაერთი ბრიტანული წყარო ადასტურებს იმას რომ ლესტერული ავიაკატასტროფისას კლუბის პრეზიდენტი, ტაილანდელი ვიჩაი სრივასრივადჰანაპრაბჰა ვერტმფრენში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, გუშინ ლესტერი-ვესტჰემის მატჩის შემდგომ, კლუბის მფლობელის ვერტმფრენი სტადიონიდან ორას მეტრში სამოცი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და აფეთქდა.
თავდაპირველად ისიც ითქვა რომ ბორტზე ლესტერის მწვრთნელი კლოდ პიუელიც იმყოფებოდა, თუმც ცოტა ხნის წინ პიუელმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა და განაცხადა რომ ჯანმრთელადაა მაგრამ, დაზაფრულია მომხდარით. BBC-ს და Mirror-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფისას, კლუბის მეპატრონესთან ერთად მისი შვილი და ორი პილოტი დაიღუპნენ.
დღესვე ლესტერმა თხოვნით მიმართა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას, სამშაბათს, საუთჰემპტონთან დაგეგმილი სათასო მატჩის გადადების თაობაზე.

ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
კატეგორიის გარეშე24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…