„ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა კვირას, საუთჰემპტონში, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. ლონდონელებმა 3:0 მოიგეს. აზარი შესანიშნავ ფორმაშია, 7 გოლით ბომბარდირთა შორისაა. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ის ყოველ 82 წუთში მეტოქის კარში ბურთს აგდებს, მაგრამ გოლებისგან განსხვავებით სიტყვებს, რომლებიც ვარსკვლავმა „სენტ მერიზე” თამაშის შემდეგ თქვა, საეჭვოა „ჩელსის” გულშემატკივარი გაეხარებინა.
„ახლა მართლაც შესანიშნავ ფორმაში ვარ. ნამდვილად კარგ ფეხბურთს ვთამაშობ, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო გუნდზე, „რეალზე” ვოცნებობ. ტყუილს ვერ გეტყვით, მადრიდში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა. გადავალ ოდესმე „სანტიაგო ბერნაბეუზე” თუ ვერა, არ ვიცი. გამოჩნდება. ვფიქრობ, ჩემი მომავლის შესახებ მალე დავილაპარაკებთ. ეს ის სიტუაციაა, როდესაც რაღაცას ოცნებობ და გინდა, რომ ეს ოცნება მალე აისრულო”.
აქ აღარ დავიწყებთ ლაპარაკს იმის შესახებ, რომ „რეალმა” გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუ გაყიდა და ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. ისიც ყველამ იცის, რომ „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ზედიზედ ოთხი ვერ-მოგების შემდეგ კრიტიკის ქარ-ცეცხლშია. ახალი ფორვარდის შეძენა მისთვის შვება იქნებოდა.
აზარმა დააკონკრეტა: „ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ. თუ „რეალში” გადავალ, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ თუ „ჩელსიში” დავრჩები, მაინც ბედნიერი ვიქნები. არავინ იფიქროთ, რომ თუ გადავალ გავიხარებ, ხოლო თუ დავრჩები თავს უბედურად ვიგრძნობ”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
