შინ 0:1 წაგება დასასრულს არ ნიშნავს, რადგან სტუმრად ერთი გოლი სულაც ბრმად შეიძლება გაიტანო – რიკოშეტი, ავტოგოლი, რამე მსგავსი… ამიტომაც, ქუთაისის „ტორპედოს“ ჯერ ნუ გამოვიგლოვებთ, ბულგარეთში მეორე მატჩი კიდევ წინაა „ლუდოგორეცთან“.
ოღონდ, ეს მატჩი ძალიან მძიმე იქნება. ჯერ აქ რა იყო და იქ რა იქნება…
დღესაც აშკარად ჩანდა, რომ „ლუდოგორეცი“ გაცილებით ძლიერია, კლასი ეტყობა და სწორედ კლასის ხარჯზე მოიგო.
იტყვით, ქუთაისელებს პირველი ტაიმის ბოლოს რომ არ ჩასძინებოდათ, ვინ იცის, მეორე ტაიმში რა თამაშს ვნახავდითო, მაგრამ სწორედ ეგაა კლასი (უფრო სწორად, ამ შემთხვევაში კლასის ნაკლებობა) – არ უნდა ჩაგეძინოს, არ უნდა გაასეირნო ორი ბრაზილიელი საჯარიმოში.
არჩათვლილი გოლის გარდა, ფაქტობრივად, საგოლე მომენტიც არ ჰქონია „ტორპედოს“. იმათ კი ჰქონდათ, თანაც, არაერთი.
„ლუდოგორეცი“ ბოლო წლებში მაგარი შეტევებით, უხვგოლიანი თამაშებით გვახსოვს, ამჯერად კი პრაგმატულად ითამაშა, ბურთი დაუთმო „ტორპედოს“ და მწვავე კონტრშეტევებზე აეწყო.
ერთ კვირაში სხვა თამაში იქნება. „ტორპედოს“ მეტი სიმწვავე მართებს შეტევაში, თუმც სათქმელად იოლია.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
