ნიკო კოვაჩი „ბაიერნში” სიმკაცრის გამოვლენას იწყებს. რეკორდმაისტერის ახალმა თავკაცმა ერთი შეხედვით უცნაური ბრძანება გასცა: გუნდის ბაზაზე, ზებენერ შტრასეზე, გასახდელების გარეთ, ნებისმიერ ოთახში მობილური ტელეფონით სარგებლობა იკრძალება.
ვიმეორებთ, აკრძალვა ეხება ყველა ფუნქციონალურ, საცხოვრებელ და სამკურნალო სივრცეს. სხვათა შორის, ზოგმა ფეხბურთელმა პირველად ნათქვამი ვერ გაიგო, რის გამოც ხორვატმა მწვრთნელმა ორი კვირის შემდეგ თავისი განკარგულება მკაფიოდ გაიმეორა და სანქციებიც ჩამოთვალა. ტელეფონით ლაპარაკი ფიზიოთერაპიის კაბინეტებსა და სასადილოშიც აიკრძალა.
„შპორტბილდთან” საუბრისას კოვაჩმა დააზუსტა: „გასახდელში მობილურით ლაპარაკი ნორმალურია, მაგრამ სხვაგან აკრძალულია. როდესაც ერთად ვსადილობთ, ერთმანეთთან ლაპარაკიც უნდა შეგვეძლოს. ამ დროს ტელეფონით თამაში საჭირო არ არის. ფიზიოთერაპიის კაბინეტშიც კი ფეხბურთელი უნდა დუნდებოდეს, ტელეფონის გამო ყოველწამს გონება კი არ უნდა ეფანტებოდეს. გარდა ამისა, დარწმუნებული არ ვარ, რომ თერაპიას რადიაცია შველის”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
