ექვსი მატჩი ითამაშა საფრანგეთის ნაკრებმა და ტრუს-მაისურ-გეტრების ფერთა კომბინაცია ერთხელაც არ გაუმეორებიაო, წერს არგენტინული „ოლე“ და ირონიულად კითხულობს, შავ-ბნელ ძალებთან ხომ არ აქვთ ურთიერთობა და რიტუალს ასრულებენო. „ოლე” იმასაც ამტკიცებს, რომ დიდიე დეშამს პრესკონფერენციაზე ყოველთვის ახლავს უგო ლორისი. მხოლოდ ერთხელ არ იახლა – დანიასთან მატჩის წინ – ლორისს კი ამ შეხვედრაში არ უთამაშია და მატჩიც ფრედ დასრულდა. ყველა დანარჩენი შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს. ისღა დაგვჩენია, ვნახოთ ვის დაისვამს გვერდით დეშამი ფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე და ფერების რა კომბინაციას აირჩევენ ფრანგები. ერთხელ მაინც გაიმეორებენ თუ არა.
ფერების კომბინაცია კი ასეთი იყო:
1) ავსტრალიასთან – ლურჯი მაისური, თეთრი ტრუსი, ლურჯი გეტრები.
2) პერუსთან – ლურჯი, ლურჯი, წითელი.
3) დანიასთან – თეთრი, ლურჯი, თეთრი.
4) არგენტინასთან – ლურჯი, თეთრი, წითელი.
5) ურუგვაისთან – თეთრი, თეთრი, თეთრი
6) ბელგიასთან – ლურჯი, ლურჯი, ლურჯი.
7) ?
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
