შვედეთთან გატანილი გოლის გამო ტონი კროოსს მავანი ინგლისელის, ლი რობინსონის 5250 გირვანქა ვალი დაედო.
რობინსონს 5 გირვანქაში 1050 კუშიანი ბილეთი დაუწერია: მექსიკა – სამხრეთ კორეა 2:1, ბელგია – ტუნისი: ლუკაკუს დუბლი და გერმანია – შვედეთი:
კროოსი გაიტანს საჯარიმოს გარედან.
იმ წუთისთვის, როცა შვედების კარში ჯარიმა დაინიშნა, ლუკაკუს უკვე დუბლი ჰქონდა, მექსიკამ მოიგო 2:1 და საჯარიმოს გარედან გატანილი გოლიღა უნდოდა 1050 კუშის დასასმელად.
ჯარიმაც დაიდო და რობინსონიც იმ წუთას ალბათ გაიტრუნა სასწაულის მოლოდინში, მაგრამ კროოსმა პირდაპირ არ დაარტყა, მარკო როისს დაუგორა საჯარიმოს შიგნით და იქ გაჩერებული ბურთი გაუშვა და ჩასვა კარში, საბრალო რობინსონი კი ჩამოსვა ღრუბლებიდან.
… და საჯარიმოს შიგნიდან გატანაზე ნეტავ რა კუში ეწერა ?
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
