ისლანდიასთან მატჩის შემდეგ ვწერდით, რომ ლეო მესი მესამე არგენტინელი შეიქნა, ვინაც მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი გააცუდაო. წუხელ ლეომ ნიგერიას გაუტანა და ასევე მესამე არგენტინელი შეიქნა მარადონასა და ბატისტუტას შემდეგ, ვისაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია.
მესი პირველია, ვისაც საკუთარი ასაკის სამ სხვადასხვა ათწლეულში მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია:
2006 წელს – 19 წლის იყო, 2014 წელს – 28 წლის, ახლა – 32 წლისაა.
ლეოს არგენტინა ზედიზედ მესამე მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაეყარა ნიგერია და მესამედ (1:0, 3:2, 2:1) დაამარცხა.
ის გამოვტოვოთ, რომ მიმდინარე მონდიალზე მხოლოდ მესამე შეხვედრაში გაიტანა. ლეო მესამეობას კი არა, მეორეობას ვერ ეგუება და ვისაც პირველბიჭობაში ეტოქება, შეიძლება მეოთხედფინალშივე გადაეყაროს. ამისთვის სულ მცირე რამ არის საჭირო – მერვედფინალში მესის არგენტინამ საფრანგეთი უნდა დაამარცხოს, რონალდუს პორტუგალიამ – ურუგვაი…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
