არგენტინელი ჩოგბურთელები ხუან მონაკო და ხუან იგნასიო ჩელა ნიჟნი ნოვგოროდში არგენტინა-ხორვატიის საცქერლად ჩავიდნენ. რა თქმა უნდა, იმ იმედით, რომ არგენტინის გამარჯვებით დატკბებოდნენ, მაგრამ, მოგეხსენებათ, როგორ ხორხესამპაოლურად დამთავრდა ეს ამბავი.
მონაკომ და ჩელამ მატჩის წინ გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე დადეს და თამაშის შემდეგ ენდი მარიმ დახვეწილი იუმორით მიუკომენტარა: „ბედნიერები ხართ, ამხელა გზა მაგის სანახავად რომ გაიარეთ?“