იერო vs ლოპეტეგი. დაძაბული ლაპარაკი

Home კატეგორიის გარეშე იერო vs ლოპეტეგი. დაძაბული ლაპარაკი
იერო vs ლოპეტეგი. დაძაბული ლაპარაკი

მაუწყებელმა Telecinco-მ კრასნოდარში, ესპანთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე გადაიღო ექსკლუზიური კადრები: კადრები ასახავს „ლა როხას” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგისა და „რეალის” ლეგენდის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის ფერნანდო იეროს დაძაბულ ლაპარაკს. ამ კონფლიქტს წინ უძღოდა სენსაციური ცნობა, რომ ლოპეტეგიმ „რეალთან” მიაღწია შეთანხმებას და მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდება. ფედერაციას მადრიდული კლუბისგან საკომპენსაციოდ 2 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ლოპეტეგის მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებას აღარ აცლის და თანამდებობიდან ხსნის.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.