გერმანიის ოპტიმისტური წაგება

Home კატეგორიის გარეშე გერმანიის ოპტიმისტური წაგება
გერმანიის ოპტიმისტური წაგება

გერმანიამ ავსტრიასთან 32 წელიწადში პირველად წააგო — 1:2. არადა აქამდე ფრეზეც კი არ იყო ლაპარაკი, ზედიზედ 9 მოგებული ჰქონდა. კიდევ, მსოფლიოს ჩემპიონს აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია, ასეთი რამ კი 1987-88 წლების შემდეგ არ მომხდარა.

შემდეგ პარასკევს, იოაჰიმ ლიოვის გუნდი რუსეთში გამგზავრების წინ საუდის არაბეთს შეხვდება და სტატისტიკას ალბათ გამოასწორებს.

დამარცხების მიუხედავად გერმანელებმა ავსტრიელებთან შეხვედრაში დადებითი მომენტებიც დაინახეს. კერძოდ, 259 დღიანი მკურნალობის შემდეგ კარში კვლავ მანუელ ნოიერი ჩადგა და ისე ითამაშა თითქოს ერთი დღეც არ გაეცდინოს. ავსტრიელთა შეტევების დროს „ბაიერნის” კარის მცველი ძველებურად ყოჩაღად და მშვიდად ირჯებოდა.

დაბრუნებული კოლეგა „მაინცის” გოლკიპერმა რენე ადლერმაც შეაქო. ადლერი ნოიერის არყოფნაში ბუნდესმანშაფტის მთავარი მეკარე გახლდათ. მან თქვა:

„ბიჭები მას ყოველთვის თამამად უგორებენ ბურთს და ისიც კარგად თამაშობს. თუ ღელავ და საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხარ, ამას ვერ გააკეთებ”.

„შპორტბილდი” სიხარულით წერს, რომ მექსიკასთან მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრამდე 14 დღით ადრე ნოიერმა დაამტკიცა, რომ ის სამონდიალე ფორმაშია.

 

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...