ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურმა მატჩებმა ჩრდილში მოაქცია ევროპალიგის დღევანდელი დაპირისპირებები მაგრამ, რასაკვირველია, ინტერესი მაინც დიდია. ფინალამდე აქაც ერთი ნაბიჯი რჩებათ გუნდებს. გამორჩეული წყვილი კი ინგლისურ-ესპანურია. „არსენალი“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმება „ატლეტიკოს“, რაკიღა, ლონდონელთათვის ფრიად ძვირფასი რამ დევს სასწორზე – ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომელსაც ევროპალიგის გამარჯვებული დაიბევებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს გუნდები ევროსარბიელზე ერთმანეთს არასდროს გადაყრიან.
მეთოფეები საკადრო პრობლემებით დაუხვდებიან მეტოქეს. არ იქნება ობამეიანგი, დაშავებულია წინა ეტაპზე ცსკა-სთან მოსკოვური მატჩის გმირი ელ ნენი. მკურნალობას აგრძელებს მხითარიანი. „ატლეტიკო“ კი მხოლოდ ხუანფრანს მოისაკლისებს და თუკი ორი დღისწინანდელი მონაცემებით საეჭვო ჩანდა დიეგო კოშტას თამაში, დღეს იგი სამატჩო განაცხადშია და შესაძლოა თავის გამოჩენის შანსიც მიეცეს
მეორე წყვილი „მარსელმა“ და „ზალცბურგმა“ შეადგინეს. ამ ეტაპზე მათ არავინ ელოდა, გამორჩევით ავსტრიულ კლუბს, წინა ეტაპზე უმოწყალოდ რომ შემუსრა „ლაციო“
იქამდე კი ადოლფ შიკლგრუბერის ქვეყნელები ფავორიტ „დორტმუნდსაც“ ცივსისხლიანად გაუსწორდნენ და გასაკვირი არ იქნება საფინალოდ შემართული „მარსელიც“ რომ იმსხვერპლონ.
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
სიახლეები26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
სიახლეები24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…
