არაფერია იმაზე ცუდი, როცა ვერმოთოკილი ემოციის გამო სპორტული სანახაობა მუშტიკრივში გადაიზრდება. ამჯერად ქომაგებზეა საუბარი. ბოლო წლებში ჩვეულებრივი ფანკლუბების გარდა ყველა “თავმოყვარე” კლუბს გაუჩნდა ულტრასები – მოხულიგნო ჯგუფები, რომლებსაც ტრიბუნაზე სიტუაციის დაძაბვისკენ გაურბით თვალი.
თავად ულტრასები, ჰა და ჰა, სტადიონზე არშეშვებით დასაჯონ, კლუბები კი სერიოზულად ზარალდებიან.
საკუთარივე ქომაგების მორიგი მსხვერპლი ფრანგული „ლიონია“. შარშან „ბეშიქთაშთან“ მატჩისას არეულობების გამო კლუბს ევროტურნირებიზე ორწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, თუმც ლიონელმა ქომაგებმა ეტყობა ჭკუა ვერ ისწავლეს და ახლახან, რუსულ ცეესკასთან ევროპის ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრისას იგივე გაიმეორეს.
უეფამ დისციპლინარულმა კომიტეტმა ლიონური საქმის განხილვა უკვე დაიწყო. მოსმენა 31 მაისს შედგება და დიდი ალბათობით, ლიონელები რეალურად მოიკვეთებიან ევროტურნირებიდან.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
