საბერძნეთის ჩემპიონატი ყოველთვის გამოირჩეოდა „მხიარული“ მოვლენების სიუხვით, მაგრამ ბოლო პერიოდში ნამეტანი ხდება – ქვეყნის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნული პირველობა გაურკვეველი ვადით გადაიდო, ვიდრე ხელისუფლება, საფეხბურთო ლიგა და ფეხბურთის ფედერაცია უსაფრთხოების გაცილებით მაღალ სტანდარტებს არ შეათანხმებენ.

ყველაფერი პაოკისა და საჩემპიონო ბრძოლაში მისი კონკურენტის – აეკის მატჩით დაიწყო. ბოლო წუთზე მასპინძელმა ვარელამ ანგარიში გახსნა. არბიტრმა თავიდან ხელი ცენტრისკენ გაიშვირა, თუმცა მალევე გადაწყვეტილება შეცვალა და გოლი გააუქმა – თამაშგარე დააფიქსირა. ამით აღშფოთებული პაოკის რუს-ბერძენი ბოსი ივან სავიდი, ვინც საქართველოში არის დაბადებული, დაცვის თანხლებით და იარაღით შეუვარდა არბიტრს მოედანზე.

საბერძნეთის ჩემპიონატი ადრე თუ გვიან განახლდება, მაგრამ ვანია სავიდის საჩემპიონო ამბიციამ ჩაილურის წყალი დალია – ამბობენ, სანქციები უმკაცრესი იქნებაო.

წილი
წინა სტატიაგიორგიმ დაიწყო, გიმ დაამთავრა…
შემდეგი სტატიალონდონში ბერლინის გავლით
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".