გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ სეზონისწინა სამზადისი დაამთავრა. ახალმა მწვრთნელმა ანდონი ირალოამ ფეხბურთელები შეისწავლა და სავარაუდოდ შთაბეჭდილება შეექმნა ამ ეტაპზე ვის მეტად უნდა ენდოს და ვის ნაკლებად. პრე-სეზონი „წითლებმა“ შინ, „კომოსთან“ 2:0 გამარჯვებით დაასრულეს. ჯამში ზაფხულის პერიოდში მერსისაიდელებმა ექვსი ამხანაგური თამაში ჩაატარეს.
საიტმა This is Anfield შეადგინა სეზონისწინა სამზადისში მონაწილე ყველა ფეხბურთელის რეიტინგი. საიტი წერს, რომ სეზონისწინა ამხანაგური მატჩები ფიზიკური ფორმის აღდგენასა და სპეციფიკური სამწვრთნელო დავალებების შესრულებისთვის არის, ამიტომ რეიტინგი პირობითია, მაგრამ მაინც საინტერესოა.

ჯამში პრე-სეზონზე შეკრებებში მონაწილეობა მიიღო 36-მა ფეხბურთელმა. მათ შორის ცხადია იყვნენ მეკარეებიც, რომელთა ამბავი ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს.
გიორგი მამარდაშვილის სამზადისი This is Anfield-მა 6 ქულით შეაფასა.
„მან სოლიდურად ითამაშა, მაგრამ შეზღუდულ სივრცეებში მის მიერ ბურთის ფეხით გათამაშება მაინც შეშფოთებას იწვევს. თუ მისი თანაგუნდელები დაიმახსოვრებენ, რომ მამარდაშვილი ფეხით ცაციაა, ძალიან წაადგება საქმეს“, – წერს საიტი.
შედარებისთვის, This is Anfield-მა მზადებაში გვიან ჩართულ ალისონს 7 ქულა დაუწერა და ასე დაახასიათა: „ტრადიციულად გრძელთმიანი ბრაზილიელი როგორც ყოველთვის საიმედო და თავდაჯერებული იყო. მას საჯარიმოდან შორეული დარტყმით ბურთი შედარებით უკეთ გამოჰქონდა, ვიდრე გასულ სეზონში, რაც იმედის მომცემია და შეიძლება იმა ნიშნავს, რომ მყესები გამოუჯანმრთელდა“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/08/2026 | 09:23როგორ მოემზადა მამარდაშვილი სეზონისთვის?
სიახლეები18/08/2026 | 07:53რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
