ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ლიგა 2-ში დაიწყო – სტუმრად „სოშოს“ მოუგო 3:0. ორი გოლი ირვინ კარდონამ გაიტანა, ხოლო ერთი, პირველი 22 წლის დანიელმა ნახევარმცველმა იაკობ ბრეუმ.
ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა. ეპიზოდს მისი მონაწილეობით დართულ ვიდეოში იხილავთ.
flashscore-მა დავითაშვილს 6.7 ქულა დაუწერა, sofascore-მა 6.8, ხოლო fotmob-მა 6.3.
მაქსიმ ბერნაუერი („სენტ-ეტიენის“ 28 წლის მცველი): „ამ საღამოს კმაყოფილები დავრჩით, თუმცა უფრო შედეგით ვიდრე თამაშის ხარისხით. ბევრად უკეთესად შეგვიძლია. ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით. რადგან პირველი მატჩია და ჯერ ფიზიკური ფორმის პიკზე არ ვართ, დავიღალეთ კიდეც. მოკლედ, ეს ჯერ კიდევ არ არის ის თამაში, რომელსაც ვესწრაფვით“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
კატეგორიის გარეშე09/08/2026 | 08:46ჟორჟი ორივე გუნდში ყველას სჯობდა
მთავარი ამბავი09/08/2026 | 07:25ხვიჩამ უხეშობამდე კარგად ითამაშა
