იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეუტია. მან შვეიცარიელ ბიზნესმენს შანტაჟში დასდო ბრალი.
პრინცი ალი ფეხბურთში მეორეხარისხოვანი ფიგურა არ არის. ის იყო ფიფას ვიცე პრეზიდენტი და 2016 წელს პრეზიდენტობაზეც იყრიდა კენჭს, სადაც სწორედ ინფანტინოსთან დამარცხდა.

იორდანიის მეფის ნახევარ-ძმა X პლატფორმაზე იხსენებს მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში ფანებისთვის აშშ-ს ვიზის პრობლემას, აშშ-ს ხელისუფლების მიერ დაწესებულ სხვადასხვა გადასახადს და ფიფას მიერ ორგანიზებულ 2025 წლის არაბთა თასზე მონაწილეობისთვის კუთვნილი ბონუსების არ-გადახდას ფეხბურთელებისთვის.
„აშკარაა, რომ ნამდვილი პრობლემა ხელმძღვანელობაშია. ფიფა თვეების განმავლობაში უარს გვეუბნებოდა რიგი საკითხების მოგვარებაზე, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში კი სიტყვიერად მითხრეს, რომ თუ ინფანტინოს მხარს დავუჭერ, ჩემი ქვეყნის ფედერაცია იხეირებს. ჩვენ იორდანიელებს ეთიკური ფასეულობები გვაქვს და ამით ვამაყობთ, ამიტომ ასეთ დამოკიდებულებას არასდროს ვიზიარებდით და არც ახლა გავიზიარებთ. ეს ყველაფერი შანტაჟს ჰგავს. ჩვენ მას არ წამოვეგებით“, – დაწერა პრინცმა ალიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
