„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ინგლისში მამარდას კარში გატანილ გოლს არჩევენ
„ლივერპულის’’ შოტლანდიელმა მცველმა ენდი რობერტსონმა თქვა, რომ დომინიკ სობოსლაიმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. მიზეზი: უხეში შეცდომა, რომლის გამოც ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ბარნსლიმ’’ გიორგი მამარდაშვილის კარში გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 4:1 „წითლების’’ სასარგებლოდ, მაგრამ მკაცრმა ინგლისურმა მედიამ უნგრელი ვარსკვლავის შეცდომა განსჯის საგნად აქცია. არადა, სობოსლაიმ იმავე შეხვედრაში ჩინებულად გახსნა ანგარიში და თან ეს იყო მისი კარიერის მეასე გოლი. „ბარნსლის’’ გოლი მოჰყვა უნგრელის...

უემბლი მარტიდან ფეხზეც დადგება
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებმა გადაწყვიტეს „უემბლის’’ ზედა იარუსს 10 ათასი ფეხზე სადგომი ადგილი დაამატონ, რის შედეგადაც ლონდონის ლეგენდარული სტადიონი გახდება ბრიტანეთში ყველაზე მეტი სადგომი ადგილის მქონე სარბიელი ბოლო 30 წლის განმავლობაში. რეკონსტრუქციის წყალობით მარტში „კარაბაოს თასის’’ ფინალსა და სხვა, მათ შორის ინგლისის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებზე (ურუგვაისა და იაპონიასთან), საშუალოდ ყოველი რვიდან ერთზე მეტი მაყურებელი ფეხზე მდგომი უყურებს თამაშს. „უემბლიზე’’ ჯერ...

მეორე მარცხი ბელგრადში
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა – 7:18. მეტნაკლებად დაძაბული მხოლოდ პირველი პერიოდი იყო, რომელიც ხორვატებმა 3:2 მოიგეს; დანარჩენი მეოთხედები პირწმინდად წავაგეთ. ყველაზე ცუდი, ბერძნებთან შეხვედრის არ იყოს, ისევ მეორე მეოთხედი გამოგვივიდა. ბალკანელებს მოგება არ გასჭირვებიათ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა ასეთია: რაზმაძე (1 გოლი), ტყეშელაშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (2), ვაშიჩი, ადეიშვილი, სარიჩი, იმნაიშვილი,...

შეუჩერებელნი
მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო თასების ჯგუფური ეტაპი განახლდა და ჩელენჯ თასზე ჩვენი „შავი ლომის“ ისტორიული ბონუსიანი გამარჯვებითაც გავიხარეთ. ჩემპიონთა თასი ევროპის მთავარი ევროთასის მესამე ტურში სამიოდე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ძმანაშვილი თავისი „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა „ვულკანები“ საშინაო მატჩში „გლაზგო უორიორზთან“ 21:33 დამარცხდნენ და შოტლანდიელებს პლეი-ოფის მონაწილეობა გაუნაღდეს, თავად კი წინსვლის ყოველგვარი შანსი დაკარგეს. დავით ნინიაშვილმა კი თავისი...

ვინ არის რეალის ახალი მწვრთნელი?
„მარკა’’ წერს, რომ „რეალში’’ კარგა ხანია იციან, თუ რა ჰქვია ადამიანს, რომელსაც სრულიად ენდობიან და მზად არიან ყმაწვილთა აკადემიიდან დიდი გუნდის მწვრთნელად გადაიყვანონ. ამ კაცს მადრიდში ახალ ზიდანს უწოდებენ, სინამდვილეში კი ალვარო არბელოა ჰქვია. ფლორენტინო პერესი და კლუბის სხვა ხელმძღვანელები მასში ხედავენ გამარჯვებათა მანქანას, რაც თვით რაულში ვერ დაინახეს. ის, რასაც არბელოამ ხუთ თვეში მიაღწია ლეგენდარულმა შვიდმა ნომერმა „კასტილიას’’ სათავეში...

მამარდამ ითამაშა, ლივერპულმა მოიგო
„ლივერპულმა’’ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ოცდამეთორმეტედფინალში ლიგა ერთის ანუ ქვეყნის მესამე დივიზიონის მეჩვიდმეტე გუნდ „ბარნსლის’’ 4:1 მოუგო და მეთექვსმეტედფინალში გავიდა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო საინტერესო, რომ მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. თავიდან დომინიკ სობოსლაიმ და ჯერემი ფრიმპონგმა „ლივერპული’’ ორი ბურთით დააწინაურეს. შემდეგ, შესვენებამდე 5 წუთით ადრე სობოსლაი უხეშად შეცდა, რითაც ისარგებლა ადამ ფილიპსმა და სხვაობა შეამცირა, ბოლო...

კვარა საუკეთესო იყო, მაგრამ პსჟ გავარდა
„პარი სენ ჟერმენი’’ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალიდან გავარდა, კარის მეზობელმა „პარიზმა’’ გააგდო – 1:0. ამ გუნდებმა ლიგა 1-ში სულ ცოტა ხნის წინ, 8 იანვარს ითამაშეს და პსჟ-მ 2:1 მოიგო. „პარიზმა’’ მრისხანე მეტოქესთან ზედიზედ ორი მარცხი იუკადრისა და შეხვედრა ამბიციური ტაქტიკით დაიწყო, დაცვაში კი არ ჩაჯდა, მაღალი პრესინგს მიმართა. ლუის ენრიკეს გუნდს მომენტები მრავლად ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, სტუმრებმა კი 74-ე წუთზე...

ალონსო წავიდა, ალვარო – მივიდა
ალვარო არბელოა „რეალის“ ახალი მწვრთნელია. ინფორმაცია მადრიდულმა კლუბმა გაავრცელა. ესპანელმა პოსტზე ჩაბი ალონსო შეცვალა, რომელმაც გუნდი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. რაც შეეხება არბელოას., ის „რეალში“ 2009-16 წლებში თამაშობდა და ტიტულებიც საკმაოდ მოიგო. ალვარო არბელოა ბოლოს „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

ფლიკი რომ არ მოსულიყო…
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რაფინიამ 2026 წლის ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის „რეალთან“ 3:2 გამარჯვებაზე ისაუბრა. „ჩემი საუკეთესო მომენტი ამ სეზონში? არასდროს ვიტყოდი ასე, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან! რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი გავიღო გუნდისთვის, დავეხმარო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს… კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აზროვნება და გამარჯვების მუდმივი სურვილი. ჩვენ...

საქართველოს მძიმე სტარტი
სერბეთში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და საქმეში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთო. ათანასიოს კაჩიგიასის გუნდს მძიმე სტარტი გამოუვიდა და ჩვენი გუნდი საბერძნეთთან განადგურდა – 6:20. პირველი პერიოდი ბერძნებმა 3:0 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენების წინ ანგარიში 12:2 იყო და, ცხადია, მატჩის ბედიც გადაწყვეტილი. შემდეგ უპირატესობა მხოლოდ მეტოქის სასარგებლოდ იცვლებოდა და ანგარიშიც. საქართველოს ნაკრები 13 იანვარს ხორვატიას ეთამაშება, რომელმაც ტურნირი სლოვენიასთან (24:4) გამარჯვებით დაიწყო.

საფრანგეთში ინტერნეტი გადაიტვირთა
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ინტერნეტი ოსმან დემბელეს მომავალზე მსჯელობით გადაიტვირთა. 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს „პარი სენ ჟერმენთან’’ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად კლუბმა თავდამსხმელს თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც მან უარით უპასუხა. „პარიზიენმა’’ დაადგინა, რომ საქმე მთლად ასე არ არის. დიახ, პსჟ-ს ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა, მაგრამ ჯერ კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს. ამის შესახებ...

ჰანსი ფლიკის მერვე გამარჯვება მერვე ფინალში
„ბარსელონამ’’ ესპანეთის სუპერთასი მოიგო. „ელ კლასიკოს’’ ბედი, რომელშიც ხუთი გოლი გავიდა, 73-ე წუთზე რაფინიამ გადაწყვიტა. მან კატალონიელთა სამი გოლიდან ორი შეაგდო – პირველი და მესამე. საოცარი გამოდგა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედას „მეფე აბდულას სპორტულ ცენტრში’’ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურული, მსაჯის წამატებული წუთები, როდესაც სამი გოლი გავიდა. მანამდე „ბარსა’’ რაფინიას პირველი გოლით (36-ე წუთი) 1:0-ს იგებდა, მაგრამ როგორც კი 45...

