შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

ნახევარი ნახევარფინალისტები

ნახევარი ნახევარფინალისტები

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალების პირველი დღე იყო. როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის ორ-ორი ნახევარფინალსტი უკვე ცნობილია. კარლოს ალკარასმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი სამი სეტში დაამარცხა – 7:5; 6:2; 6:1. მატჩი 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მასპინძელმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია. შემდეგ კი, ესპანელი შეუდარებელი იყო და მარტივად მოიგო. მოიგო მესამე ჩოგანმა ალექსანდრ ზვერევმაც. გერმანელის მეტოქე...

ბრონკან-ბორტოლამის 34 რჩეული

ბრონკან-ბორტოლამის 34 რჩეული

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის ფრანგულ-იტალიურმა ხელმძღვანელობამ, ცხადია, ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე 34 მორაგბე შეარჩია,რომლებიც 8, 15 და 21 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ჯერ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, შემდეგ – ნიდერლანდებისა. ეს მატჩები შესაბამისად ივერდონსა და ამსტერდამში გაიმართება, ხოლო 21-ში „ავჭალაზე“? ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ. გამოძახებულთა შორის უამრავი ახალი სახეა. 9 მორაგბეს ნაკრებში ჯერ არ...

ბოიკოტი მსოფლიოს ჩემპიონატსო!

ბოიკოტი მსოფლიოს ჩემპიონატსო!

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდება. დაძაბულობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გრენლანდიის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვაა ― გრენლანდია გახლავთ ავტონომიური ტერიტორია რომელიც დანიას ეკუთვნის, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ევროკავშირში ტრამპის ასეთი განცხადება არ მოსწონთ და უპირისპირდებიან. ამას ემატება აშშ-ს ბოლოდროინდელი შეჭრა ვენესუელასა და ნიგერიაში, რაც რიგმა წამყვანმა ქვეყნებმა ტრამპს სხვის შიდა...

პარი სენ ჟერმენში ახლა უკვე დროა

პარი სენ ჟერმენში ახლა უკვე დროა

ლუის ენრიკემ შეტევა გააძლიერა: ორშაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონასგან’’ ოფიციალურად შეიძინა 18 წლის პედრო „დრო’’ ფერნანდესი. შემტევმა ნახევარმცველმა პარიზელებთან 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. საფრანგეთის ჩემპიონმა ესპანეთის ჩემპიონს ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასზე ანუ 6 მილიონ ევროზე მეტი, 8 მილიონი ევრო გადაუხადა. „პარიზიენი’’ წერს, რომ დრო ფერნანდესის შეძენა სურდათ „ჩელსის’’, „მანჩესტერ სიტისა’’ და „დორტმუნდსაც’’. მამით გალისიელმა და დედით ფილიპინელმა ამომავალმა ესპანელმა ვარსკვლავმა პსჟ...

ვინ არის ალი ?

ვინ არის ალი ?

35 დარტყმა და 33 მოგერიება… საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ალი ასლანმა, უფრო სწორად ასლანიშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან მატჩისას მართლაც რომ სასწაულები აკეთა. შორიდან, ახლოდან, თავით, ფეხით, რიკოშეტით, პენალტის ნიშნულიდან თუკი ბურთი კარში წავიდა, ალიმ თითქმის ყველა უკუაგდო და თუ ჩვენმა ნაკრებმა ეს მატჩი 2:2 ითამაშა, ასლანის წვლილი უდიდესია. სრულიად ლოგიკურად, უეფამ ის მატჩის საუკეთესოდ დაასახელა. ალი ფერეიდანიდანაა, მეუღლეც ძირძველი ქართველი ჰყავს, მაჰსა ონიკაშვილის...

უსენსაციო ავსტრალია

უსენსაციო ავსტრალია

ავსტრალიის ღია პირველობა სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. წლის პირველი დიდ მუზარადის მეოთხედფინალში თითქმის ყველა განთესილი ჩოგბურთელი გავიდა. კაცთა შორის მეოთხედფინალში რვა განთესილიდან შვიდია, მერვედ 20 წლის ამერიკელი ლერნერ ტიენი (25-ე რეიტინგში) ჩაემატა. მეოტხედფინალური წყვილები ასეთაი: კარლოს ალკარასი – ალექს დე მინორი; ალექსანდერ ზვერევი – ლერნერ ტიენი; ლორენცო მუზეტი – ნოვაკ ჯოკოვიჩი; ბენ შელტონი – იანიკ სინერი. ქალთა შორის ბრძოლას ექვსი განთესილი...

ოთხი ლელო, ოთხი დარტყმა…

ოთხი ლელო, ოთხი დარტყმა…

გასულ უქმეებზე საფრანგეთსა და ინგლისში 24-მა ქართველმა მორაგბე ლეგიონერმა ითამაშა. 2-2 ქართული ლელო ტოპ 14-სა და პრო დ2-ში დაფიქსირდა, ხოლო ამ უკანასკნელში კიდევ ორმა ჩვენებურმა ქულები ზუსტი დარტყმებით აგროვა. ტოპ 14 ირაკლი აფციაური „რასინგ-92“-თან პარიზში წაგებულ მატჩში „ლიონის“ რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა და უკვე 6 წუთში თავისი ფრანგული კარიერის პირველი ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბურთი რაქიდან აიღო და ჩათვლის მოედანზე...

როი კინი: კერიკი იგებს, მაგრამ არ ვარგა

როი კინი: კერიკი იგებს, მაგრამ არ ვარგა

„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ „არსენალს’’ სტუმრად მოუგო -3:2. გამარჯვებულთაგან პატრიკ დორგუმ და მატეუს კუნიამ შესანიშნავი გოლები გაიტანეს. მოგეხსენებათ, „იუნაიტედს’’ ახალი მწვრთნელი ჰყავს, მაიკლ კერიკი, რომლის დებიუტი წინა ტურში მანჩესტერულ დერბიში შედგა და 2:0 გამარჯვებით დამთავრდა. და აი, მეორე თამაშში კერიკმა „სიტის’’ ზედ „არსენალიც’’ მიაყოლა. მასპინძლები ალესანდრო მარტინესის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის განვრცობა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, კრიტიკოსებს მიეცათ „არსენალის’’ თავკაცის მიკელ არტეტას...

ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ

ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188 დღის იყო და ეს გახლდათ მისი მეორე თამაში „გონების’’ შემადგენლობაში. 21-ე საუკუნეში საფრანგეთში, ახალ გუნდში ჩატარებულ პირველსავე შეხვედრაში სამი გოლი მხოლოდ...

ალი და ქულა

ალი და ქულა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ხორვატიას 2:2 ეთამაშა. მატჩი ხორვატების სრული დომინაციით მიმდინაორებდა და ავთანდილ ასათიანის გუნდმა ქულა რომ მოიპოვა ჩვენი ფერეიდნელი ქართველი მეკარის დამსახურებაა – ალი ასლანს 33 მოგერიება ჰქონდა, მათ შორის პენალტი. პირველი გოლი კი ჩვენი იყო. უფრო სწორად ხორვატებმა საკუთარ კარში შეაგდეს, თუმც ჩვენებმა ტაიმის ბოლომდე ვერ გაძლეს – დაცვა შეცდა და ასლანმაც ვეღარ გვიშველა....

ალისონისა და ლივერპულის ჩავარდნა

ალისონისა და ლივერპულის ჩავარდნა

„ლივერპულის’’ წაუგებელი სვლა დრამატულად შეწყდა ― სტუმრად „ბორნმუთთან’’ 2:3 წააგო. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს და 33-ზე ორამდე გაზარდეს. გოლები გაიტანეს ევანილსონმა და ალეხანდრო ხიმენესმა. 45-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაქვითა, მაგრამ 90+5-ზე მაროკოელმა ამინ ადლიმ მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო. ამრიგად, გუნდმა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო მეკარეა, წააგო. ეს იყო მისი...

რეალი ვილიარეალისთვის მეტისმეტი იყო

რეალი ვილიარეალისთვის მეტისმეტი იყო

„მიქაუტაძეს მთელი შეხვედრის განმავლობაში აკლდა ხარისხიანი ბოლო მოქმედება, რომლის წყალობითაც ის ბურთს გააკონტროლებდა და საგოლე მომენტებს შექმნიდა. ქართველი იხსნებოდა, ცდილობდა, მაგრამ ბოლო წამს უიღბლო იყო’’, ― წერს „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ AS მას მერე. „ყვითლებმა’’ შინ, „სერამიკაზე’’ „რეალთან’’ 0:2 წააგეს. მიქაუტაძემ მოედანზე 77 წუთი დაჰყო. მარსელონოს გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. ასეთი რამ 2025 წლის მარტის შემდეგ...