„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

დე ძერბი შაბათს მარსელში აღარ იქნება
მარსელში რობერტო დე ძერბისთან დაკავშირებული ვითარება რთულდება. მართალია გუნდმა თასის გათამაშებაში „რენი’’ 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან უსახელოდ წააგო რა „ბრიუგესთან’’ (0:3), 2:2 ითამაშა „პარიზთან’’ და 0:5 განადგურდა „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’. ასეთმა შედეგებმა იტალიელ მწვრთნელს წყალი შეუყენა. ყველაზე დიდი დარტყმა რასაკვირველია პსჟ-თან წაგება იყო. მატჩის შემდეგ დე ძერბიმ ჟურნალისტებს უთხრა: „მე ამას ვერაფრით ვხსნი...

პარიზელები პარიზში უნდა დარჩნენ
2026 წლის მარტში პარიზის მერის არჩევნებია. გამოიკვეთა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაც: დარჩება „პარი სენ ჟერმენი’’ „პარკ დე პრენსზე’’ თუ ახალ ბინაში მოუწევს გადაბარგება. ეს საკითხი პარიზელებს ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აწუხებთ. მოკლედ შეგახსენებთ: ახლანდელმა მერმა ანი იდალგომ პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერ ალ ხელაიფის „პარკ დე პრენსის’’ მიყიდვაზე უარი უთხრა. ისტორიული სტადიონი ქალაქის საკუთრებაა. მას მერე, რაც უარი მიიღო, ალ ხელაიფიმ...

მარსელელი dpd ვირთხები
„ლე კლასიკი’’ ისე არ ჩაივლის სკანდალი რომ არ მოჰყვეს. კვირას, „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ იოლად მოუგო 5:0, მაგრამ სტადიონზე თამაში მცირე ხნით მაინც შეწყდა, რადგან ტრიბუნები სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ყველაზე დიდი სკანდალი მოჰყვა უზარმაზარ ბანერს, რომელიც ულტრასებმა გამოფინეს. რა არის ამ ბანერში შეურაცხმყოფელი? ამისათვის გავარჩიოთ რა წერია და რა არის გამოსახული მასზე. ბანერზე წერია, რომ მარსელელები მიტანის...

ჟორჟის მაგარი თამაში
AS: „მიქაუტაძე სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. მისმა გოლმა „ვილიარეალი’’ დააწინაურა. მას კიდევ შეეძლო გატანა. ის საკვანძო ფეხბურთელი უნდა გახდეს. უკეთ უნდა ათამაშდეს’’. ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ შინ 4:1 მოუგო „ესპანიოლს’’. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში გახსნა და 55-ე წუთზე ალბერტო მოლეიროს საგოლე პასი მიაწოდა. ბევრმა გამოცემამ ის სამართლიანად დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. „მარკამ’’ კი „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ უწოდა გუნდი,...
![Giorgi-MIkautadze1 მიქაუტაძემ ესპანიოლს ნახევარბრუნში გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/02/Giorgi-MIkautadze1.jpg)
მიქაუტაძემ ესპანიოლს ნახევარბრუნში გაუტანა [VIDEO]
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ესპანიოლს“ შეხვდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი 73-ე წუთზე შეცვალეს. გოლი კი შესანიშნავი გამოვიდა…

სექტემბრიდან ბაშაქშეჰირში
საბა ხარებაშვილის ტრანსფერი თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ბაშაქშეჰირში“ თბილისის „დინამომ“ ოფიცილიურად დაადასტურა. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული და ხარებაშვილი თურქულ კლუბში სექტემბრიდან გადავა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლის ივლისამდე გაფორმდა. 17 წლის მარცხენა მცველი „ბაშაქშეჰირმა“ უკვე წარადგინა. საბა ხარებაშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 2024 წელს კი ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (16 წლის და 9 თვისა...

სასაცილო ადგილი
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, საუდის არაბეთის ლიგაში ალ-ნასრის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. „საუდის არაბეთის ლიგა სასაცილო ადგილია, რადგან კრიშტიანუს მისვლამდე არავის სმენია მათ შესახებ და ახლა ისინი პატივს არ სცემენ იმ ადამიანს, რომელმაც მათ მსოფლიო აღიარება მოუტანა. პირდაპირ გეტყვით: თუ კრიშტიანუ ხვალ წავა, ამ ლიგას არავინ უყურებს“, – თქვა გერმანელმა თავის პოდკასტში. ადრე გავრცელდა ინფორმაცია,...

ისტორიამდე არ მიგვიშვეს
მილანი – კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიის დაწერამდე მცირედი დააკლდა. აქამდე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოგვიპოვებია. შანსი გაჩნდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეებიც უკეთესები იყვნენ, ნაკლები შეცდომები დაუშვეს და მედალმდე არ მიგვიშვეს. 10 გუნდიდან ფინალში გადავიდა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო. რითმულ ცეკვებში დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა...

მამუს 17
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „ინდიანა პეისერსს“ 122:104 მოუგო. კანადური კლუბის გამარჯვებაში ჩვენებურმა სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21.39 წუთი გაატარა. სანდრომ 17 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ოთხიდან სამი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი...

როგორ ითამაშა ალისონმა?
„ლივერპული’’ შინ „მანჩესტერ სიტისთან’’ დრამატულად დამარცხდა – 1:2. 74-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ საუცხოო საჯარიმო დარტყმით დააწინაურა მასპინძლები, ათ წუთში ბერნარდო სილვამ ერლინგ ჰოლანდის პასით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3 წუთზე თავად ჰოლანდმა გაიტანა პენალტი, რომელიც მერსისაიდელთა მეკარე ალისონის უხეშობის გამო დაინიშნა. ამის შემდეგ, თამაშის გადარჩენას მოწყურებულმა ალისონმა თავისი საჯარიმო მოედანი მიატოვა, წინ წავიდა და იქ იმდენ ხანს დარჩა, რომ რაიან შერკიმ...

ფრანგებს დემბელეს, ჩვენ კი კვარას დაბრუნება გვახარებს
„ლე კლასიკს’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის მთავარი თამაში ჰქვია, მაგრამ ამჯერად მოსაყოლი ბევრი არაფერია. მასპინძელმა „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ პირველიდან ბოლო წუთამდე აჯობა და სულ ეს იყო. სხვა საქმეა, რომ ფრანგული მედიისთვის მათი ნაკრების ვარსკვლავის, „ოქროს ბურთის’’ მფლობელი ოსმან დემბელეს ჩინებული თამაში იყო მნიშვნელოვანი, ხოლო საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელებას, კარგ თამაშს და საუცხოო გოლს აღვნიშნავთ – ყველას თავისი უხარია. პსჟ-მ 5:0...
![Khvicha Kvaratskhelia დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1.jpg)
დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ შეხვდა და 5:0 დაამარცხა. პარიზელთა შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, 4 წუთში კი აი, ასეთი გოლი გაიტანა…

