შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

ახალი ამერიკელი საქართველოში…

ახალი ამერიკელი საქართველოში…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 27 თებერვალს დანიის ნაკრებთან სტუმრად, კოპენჰაგენში, ხოლო 2 მარტს – თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს. ამ მატჩებისთვის ეროვნულ გუნდს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე – მარკის რიდი შეუერთდება. რიდი თურქული „ტრაბზონსპორის“ უკანახაზელია. იგი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე, 2024/25 წელს კი FIBA Europe Cup-ის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა და თურქეთის ლიგის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. მომავალი...

ვინისიუსი: კილიანს ყოველ ზაფხულს ვურეკავდი

ვინისიუსი: კილიანს ყოველ ზაფხულს ვურეკავდი

ვინისიუს ჟუნორი 18 თვის განმავლობაში მოედანზე თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ ბოლოხანს ისევ ძველ ვინის მოგვაგონებს. რამდენიმე კვირაა ბრაზილიელი კარგად თამაშობს, რაც „რეალის’’ გულშემატკივარს ახარებს, რადგან უკვე ხშირად ისმოდა ლაპარაკი მისი მადრიდიდან წასვლის შესახებ. ვინისუსს ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2027 წლის ივნისში ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი ჯერ არაფერი ისმის. ამის მიუხედავად AS-თან ინტერვიუში ფეხბურთელმა თქვა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ თავს ბედნიერად გრძნობს....

პარი სენ ჟერმენს ისევ ხილი ერგო

პარი სენ ჟერმენს ისევ ხილი ერგო

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ პირველი შეხვედრის მსაჯად 43 წლის ესპანელი ხესუს ხილ მანსანო დანიშნა. მანსანოს ასისტენტებიც ესპანელები იქნებიან.  შეხვედრა სამშაბათს, 17 თებერვალს მონაკოში „სტად ლუი მეორეზე’’ გაიმართება. სტატისტიკა ამბობს, რომ ეს არბიტრი უკვე პსჟ-ს მეექვსე თამაშს მოემსახურება. პირველად მისი და პარზელთა გზები 2021 წელს გადაიკვეთა, ხოლო ბოლოს ხილ მანსანომ 21 ოქტომბერს ლევერკუზენში „ბაიერისა’’ და...

დიდი კრიზისი მარსელში

დიდი კრიზისი მარსელში

„მარსელში’’ სერიოზული ძვრებია: მწვრთნელის რობერტო დე ძერბის გაშვების შემდეგ თანამდებობა დატოვა კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ, სპორტულმა დირექტორმა მეჰდი ბენატიამ. მაროკოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც ის გულშემატკივარს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს უხსნის. ბენატიამ დაწერა, რომ კლიმატი, რომელიც კლუბის გარშემო შეიქმნა გაუსაძლისი გახდა. ზეწოლამ, რომლის ქვეშაც „მარსელი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ბრიუგესა’’ და ლიგა 1-ში „პარი სენ ჟერმენთან’’ მარცხების შემდეგ მოექცა, პროგრესი შეაჩერა,...

61:12 ამსტერდამიდან

61:12 ამსტერდამიდან

საქართველოს ბორჯღალოსნებმა ამსტერდამის ეროვნული სარაგბო ცენტრის მომცრო სტადიონზე იქაური ნაკრები 61:12 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ „ა“ ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნეს. პირველ ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა, რომელიც არსებითად უფრო მაღალი დონის გუნდია, ამდენად 5 გატანილი ლელო და არცთუ დიდი სხვაობით – 33:51 მარცხი ერთგვარ მოულოდნელობად ჩაითვალა. პირველი ტაიმის საწყისი 15 წუთი ზემოთქმულის დასტური იყო –...

ლანსმა პარი სენ ჟერმენს გაასწრო

ლანსმა პარი სენ ჟერმენს გაასწრო

მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა’’ „რენთან’’ 1:3 წააგო, „ლანსს’’ ლიგა 1-ის ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩრდილოელებმა „პარკ დე პრენსის’’ გვერდით მდებარე „სტად ჟან ბუენზე’’ 5:0 მოუგეს დედაქალაქის მეორე გუნდ „პარიზს’’. კარგად ესმოდათ რა შეხვედრის მნიშვნელობა პიერ საჟის ბიჭებმა თამაში სწრაფად დაიწყეს. უკვე მერამდენედ გამოავლინა ეფექტურობა ფლირიან ტოვენისა და უესლი საიდის წყვილმა, თუმცა...

ილია ზაბარნი სასტიკი კრიტიკის ქვეშ მოექცა

ილია ზაბარნი სასტიკი კრიტიკის ქვეშ მოექცა

ილია ზაბარნი „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბორნმუთისგან’’ 63 მილიონ ევროდ იყიდა. საფრანგეთის დედაქალაქის კლუბს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელი ცენტრალური მცველი მყისიერად გახდებოდა მარკინიოსის კონკურენტი და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებდა ადგილს. Maxifoot-ის თქმით, 23 წლის ახალწვეული მეტწილად წარუმატებლად თამაშობს. ბოლო შეხვედრაში, რომელიც ჩემპიონმა რენში 1:3 წააგო, ზაბარნი კვლავ გუნდის ერთ-ერთი სუსტი რგოლი გამოდგა. მან რამდენჯერმე წააქცია მოწინააღმდეგე, რის გამოც მეორე ტაიმში შეიძლებოდა მსაჯს...

მარკა: ბურთი იხელთა და სასწაული შექმნა

მარკა: ბურთი იხელთა და სასწაული შექმნა

AS: „ქართველმა პირველივე შანსი გამოიყენა. ისარგებლა იმით, რომ ბურთი ძელს მოხვდა, ფეხბურთელები კი საჯარიმოში ხელსაყრელად იყვნენ განლაგებულები. ამას მას დავიდ სორიასთვის გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა’’. ჟორჟ მიქაუტაძის მიერ „ხეტაფესთან’’ შეხვედრის 76-ე წუთზე გატანილი გოლის ასეთი აღწერა „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის საუცხოო თამაშს აუბრალოებს, მაგრამ იგივე გამოცემა მატჩის მიმოხილვას ასე იწყებს: „ხეტაფემ’’ ოქროს გამარჯვება მოიპოვა (2:1) რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდმა თამაში...

შევიდა და გაიტანა [VIDEO]…

შევიდა და გაიტანა [VIDEO]…

ესპანეთის ლა ლიგაში „ხეტაფესა“ და „ვილიარელის“ მატჩში გიორგი მიქაუტაძე მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და რამდენიმე წუთში გოლიც გაიტანა… საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულა…  

ნიკას მეათე

ნიკას მეათე

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ვაჟთა ინდივიდუალური ტურნირი, სადაც ნიკა ეგაძემ მე-10 ადგილი დაიკავა. ნიკა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-15 ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალში ბევრად უკეთ ისრიალა და 175.16 ქულით მეშვიდე შედეგი აჩვენა. ორი დისციპლინის შემდეგ ეგაძეს 260.27 ქულა მოუგროვდა, რაც მე-10 ადგილისთვის ეყო. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენებურს არ ჰქონდა ისეთივე გამოსვლა, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, სადაც ოქროს მედალი...

ფლიკი ბარსას ფეხბურთელებს უყვიროდა

ფლიკი ბარსას ფეხბურთელებს უყვიროდა

ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა’’ „ატლეტიკოსთან’’ 0:4 განადგურდა. 1960 წლიდან მოყოლებული ეს გახლდათ „ბარსას’’ ყველაზე დიდი მარცხი „ატლეტიკოსთან’’. გარდა ამისა, კატალონიელების გერმანელი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის გუნდს ასეთი დიდი ანგარიშით არასდროს წაუგია. ფლიკთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ „ბარსას’’ ერთ ტაიმში ოთხი გოლი არასდროს გაუშვია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სწორედ ფლიკის „ბაიერნმა’’ მოუგო 8:2. მატჩის შემდეგ გერმანელი პრესის წინაშე თავშეკავებული...

ხვიჩას უშედეგო პასები

ხვიჩას უშედეგო პასები

„პარი სენ ჟერმენის’’ გამარჯვებათა სერია „რენმა’’ შეწყვიტა ― 3:1. საფრანგეთის ჩემპიონს ლიგა 1-ში ბოლო შვიდი მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ ბრეტონის წვიმიან ამინდში მობილიზებულ და მოწადინებულ მასპინძლებთან ვერაფერს გახდა. „რენმა’’ თავიდან ძელს გაარტყა ბურთი. შემდეგ ალ ტამარიმ გამოიჩინა თავი აქტიურობით, ხოლო 34-ე წუთზე გოლითაც. 69-ე წუთზე ესტებან ლეპოლიმ მეორე გოლი გაიტანა. 72-ზე ოსმან დემბელემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 81-ზე ბრეელ ემბოლომ მასპინძელთა...