„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

გუბანოვა მეცხრეა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის, სადაც საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა გამოდიოდა. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა და ჯამში მოპოვებული 209.99 ქულით, საბოლოოდ, მეცხრე ადგილზე დარჩა. ისიც ვთქვათ, რომ გუბანოვამ წინა ოლიმპიურ თამაშებზე მე-10 ადგილი დაიკავა და ახლა ეს შედეგი ერთით გაამჯობესა. ამით საქართველოს...

აპოლოს სენსაცია ჩაუშალეს
დაიწყო წყალბურთელთა კონფერეს ლიგა, სადაც ორი ქართული გუნდი გამოდის – თბილისის „აპოლო“ და „დინამო“. „აპოლო“ C ჯგუფშია, სადაც მეტოქედ უნგრული „ჰონვედი“ ჰყავდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. თუმცა, საბოლოოდ, პენალტებში 19:20 დამარცხდა. „აპოლომ“ კარგად დაიწყო და მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას ორჯერ ოთხი ბურთით დაწინაურდა, დიდ შესვენებაზე კი, სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა. ბოლო ნაწილი უნგრელებმა უკეთ ჩაატარეს: მესამე მეოთხედში სხვაობა ერთი ბურთით შეამცირეს, მეოთხეში...

მარსელს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია: „მარსელის „ოლიმპიკს’’ ჰაბიბ ბეიე გაწვრთნის. კლუბმა გამოაცხადა, რომ რობერტო დე ძერბი ფეხბურთის 48 წლის სპეციალისტმა შეცვალა. ბეიე ბოლოს „რენში’’ მუშაობდა, საიდანაც დაახლოებით მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც დე ძერბი „მარსელიდან’’. სენეგალის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზღვისპირელებთან 2027 წლის ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. ის დაუბრუნდა კლუბს, რომელშიც 2003-07 წლებში თამაშობდა და რომლის გულშემატკივარსაც უყვარდა. მარსელის გარდა ბეიე...

მიქაუტაძემ ვილიარეალს მოაგებინა
AS: „ქართველმა მერვე გოლი გაიტანა. ყოველთვის, როდესაც ის მეტიუ რაიანის საჯარიმოში შედიოდა, ხიფათს ქმნიდა. ავსტრალიელმა მეკარემ საუცხოოდ მოიგერია მისი დარტყმული მაღალ კუთხეში, ხოლო დელამ კიდევ ერთ ეპიზოდში კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, რითაც კიდევ ერთი გოლის შეგდების შესაძლებლობა არ მისცა. მოედანზე ის იყო ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი’’. ასეთი გახლდათ ქართველი თავდამსხმელისთვის ვალენსიაში გამართული მე-16 ტურის თამაში „ლევანტესა’’ და „ვილიარეალს’’ შორის, რომელიც თავის...

მიქაუტაძე: ზედიზედ მესამედ…
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ სტუმრად „ლევანტეს“ ეთამაშება. შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. იხილეთ ვიდეო:

ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს
„ბენფიკას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ კომენტარი გააკეთა რასობრივ სკანდალზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდის პირველ მატჩში მადრიდის „რეალთან“ თამაშისას მოხდა. სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს. „ორივე მხარეს მოვუსმინე. ვინისიუსი ერთს ამბობს, პრესტიანი კი სრულიად სხვას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ობიექტურობა შევინარჩუნო და არ ვაპირებ რომელიმე მხარის დაჭერას. ინციდენტამდე კარგი ფეხბურთი ვნახეთ. „ბენფიკამ“ ძლიერად დაიწყო, თუმც მადრიდელებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშეს“. შეგახსენებთ, „ბენფიკა“ – „რეალი“ მეორე...

ვინისიუსმა იჩივლა, მაიმუნი დამიძახესო
ლისაბონში სკანდალი ატყდა. „ბენფიკასა’’ და „რეალის’’ შეხვედრაში მადრიდელების ბრაზილიელ ვარსკვლავს ვინისიუს ჟუნიორს სავარაუდოდ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც სტუმრებმა ვინისიუსის გოლით 1:0 მოიგეს. მადრიდელმა გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე გაიტანა. მან ოსტატურად ითამაშა და შემდეგ გოლი იზეიმა, მაგრამ მსაჯის აზრით გამოხატვაში გადააჭარბა და ყვითელი ბარათით დასაჯა. როდესაც ფეხბურთელები შეხვედრის განსაახლებლად მოედნის ცენტრში...

კვარას რვა მცდელობა
ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად „პარი სენ ჟერმენმა’’ მონაკოში 3:2 მოიგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა, რომელიც ლუი მეორის სახელობის სტადიონზე გაიმართა და რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 69 წუთი დაჰყო. პარიზელთა მთავარი გმირი რასაკვირველია დეზირე დუე გახლდათ. ის მოედანზე 27-ე წუთზე ოსმან დემბელეს ნაცვლად შევიდა და შესვენებამდე ერთი თვითონ გაიტანა, ხოლო მეორე აშრაფ ჰაკიმის გაატანინა. შესვენების შემდეგ, 67-ე წუთზე დუემ...

ბარსა მორიგ წაგებას მსაჯს არ აბრალებს
„ბარსელონამ’’ ჟირონაში უპირატესობა გაუშვა ხელიდან და წააგო – 1:2. ესპანური პრესა თანხმდება, რომ უპირველეს ყოვლისა მდგომარეობა თავად „ბლაუგრანამ’’ გაირთულა, შემდეგ კი იყო მსაჯის რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება. ეს კატალონიელთა მთავარი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემა გამოდგა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა პენალტი გაარტყა ძელს. პლუს „ბარსა’’ დაცვაში თამაშობდა ძალიან ცუდად. ამიტომაც თქვა მატჩის შემდეგ მისმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, მსაჯობით...

ლუის ენრიკე: იქნებ მეკარის გარეშე ვითამაშო
„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩის წინ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელს ლუის ენრიკეს არ აშფოთებს ოსმან დემბელეს კომენტარი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რენში წაგების შემდეგ გააკეთა. მას პსჟ-ს თამაშის ხარისხი აინტერესებს. ესპანელმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. – პსჟ-ს ჰყავს აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში, ძალიან აქტიური განაპირა მცველები. ამით თქვენი გუნდი „მონაკოს’’ ჰგავს, რომლის რიგებშიც ვანდერსონი...

ისტორია ზამთარში
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ისტორიული მედალი მოიპოვა და ეს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა მოახერხა. ფიგურულ ციგურაობის სპორტულ წყვილებში საქართველოს წარმომადგენლები მეორე ადგილზე გავიდნენ. მეტელკინა-ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგაც მეორე ადგილზე იყვნენ, მაგრამ ყველაფერი თავისუფალ პროგრამას უნდა გადაეწყვიტა, სადაც ჩვენებმა მცირე ხარვეზებით, მაგრამ დამაჯერებლად ისრიალეს და ისტორია დაწერეს. მეტელკინა-ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში 146.29 ქულა დაიმსახურეს, ჯამში 221.75...

ახალი ამერიკელი საქართველოში…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 27 თებერვალს დანიის ნაკრებთან სტუმრად, კოპენჰაგენში, ხოლო 2 მარტს – თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს. ამ მატჩებისთვის ეროვნულ გუნდს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე – მარკის რიდი შეუერთდება. რიდი თურქული „ტრაბზონსპორის“ უკანახაზელია. იგი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე, 2024/25 წელს კი FIBA Europe Cup-ის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა და თურქეთის ლიგის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. მომავალი...

