„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

წავა გია?
ის დროა, გია გეგუჩაძემ ქუდი დაიხუროს და პოსტი დატოვოს… საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და ჯგუფში კვლავაც ბოლო ადგილზეა. მოსალოდნელი იყო, რომ ფარერებზე დიდსირცხვილნაჭამი გუნდი მორიგ მეტოქესთან მაინც შეძლებდა რეაბილიტაციას, მაგრამ ამაოდ… ორჯერ აგებდა გეგუჩაძის გუნდი ფინეთთან, თუმც, საბედნიეროდ, ჩვენებმა ორჯერვე შეძლეს გათანაბრება და ზედიზედ მეოთხე მარცხს ბედად გადაურჩნენ. სხვა რა? 14 ნოემბერს ახალგაზრდული ნაკრები ლიტვას ეთამაშებიან,...

ძველი გემო
ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩი მოიგო. ესეც ამხანაგური, თუმცა, მთავარია მოიგო და ქომაგებს განწყობა გამოუკეთა. განწყობა გამოიკეთეს თავად მწვრთნელმა და ფეხბურთელებმაც, რაც სამომავლოდ ფრიად მნიშვნელოვანია, აბა, სულ წაგებული ჩვენი მტერი იყოს… საქართველომ კვიპროსს მოუგო და ეს ამ გუნდთან ისტორიაში პირველად მოახერხა; საქართველომ მოიგო გორში და ესეც კარგია – თბილისს გარეთ გაიმარჯვა და ადგილობრივ ქომაგებს დაენახა; საქართველომ თავისი კალიბრის გუნდს...

ადიდასმა რუსეთი წარსულში დააბრუნა
„ადიდასმა“ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ახალი ბურთი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამავდროულად კლასიკის გადააზრებაც გახლავთ. პირველი სამსოფლიოჩემპიონატო ბურთი Telstar, „ადიდასმა“ 1970 წელს წარმოადგინა. დღეს ეს სახელი კიდევ ერთხელ გვახსენებს შესანიშნავ ფეხბურთელებს, ვისაც მაშინ მექსიკის სტადიონებზე გაუგორებია ბურთი: პელე, გერდ მიულერი, ბობი მური, ჯაჩინტო ფაკეტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენს. ასეთივე ბურთით თამაშობდნენ მომდევნო, 1974 წლის...

ლეო მესის უხერხული ფოტო
ლეო მესის ამბავი ასეა: მაღაზიაში ჩავა — ტელევიზორში ან ინტერნეტშია; ბავშვს დაბადების დღის ცენტრში წაიყვანს — ისევ იქაა; ვიღაცას მიესალმება — წერენ; ვიღაცას ვერ იცნობს — ამასაც წერენ… აი, გუშინ არგენტინელს მოსკოვში რა მოუვიდა: სასტუმროში მასთან ახალგაზრდა მივიდა, სელფი გადავიღოთო. მესიმაც გადაიღო, თავის გზაზე წავიდა და… დრო რომ გავიდა და სოციალურ ქსელებში შეიხედა, აღმოაჩინა რომ ამ ბიჭს იცნობს. ეს ხომ...

“ჩელსის” ჯაშუშური ოპერაცია
30 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა რომელიც ახლა უკვე ჩინეთის კლუბ “ტიანჯინ ტედაში” თამაშობს, გაიხსენა, როგორ ჩაატარა ლონდონის “ჩელსის” მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა, ფაქტობრივად სამხედრო ოპერაცია მის “სტემფორდ ბრიჯზე” გადასაყვანად. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნიგერიელის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ებრძოდნენ. ბრძოლამ მთელ წელიწადს გასტანა და ბოლოს, ის-ის იყო ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტისთვის ხელი უნდა მოეწერა, რომ… ის “ჩელსიში”...

მესი – არგენტინის ნაკრებზე, დიბალაზე, აგუეროზე…
ლეო მესის დარი ფეხბურთელების ხშირი ინტერვიუებით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დრამატული შესარჩევი კამპანიის შემდეგ პრესასთან უფრო გახსნილები გახდნენ. ლეომ კი TyC Sports-ს მისცა ინტერვიუ, რომლის თარგმანსაც აქვე გთვაზობთ… არგენტინის ნაკრების შესარჩევი ციკლის შესახებ ჩვენ მეტი ვიწვალეთ, ვიდრე საჭირო იყო. ადრე დავიჯერეთ, თითქოს მუნდიალზე უკვე გასულები ვიყავით. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ შინ პერუს და ვენესუელას მოვუგებდით, საეკვადოროდ კი...

ვლადიმირ სლოვაკმა ქართულ მომავალს გახედა
საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე, „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე ორი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. 10 ნოემბერს ჩვენები გორში კვიპროსს უმასპინძლებენ, ხოლო 13-ში ქუთაისს ბელარუსი ეწვევა. კვიპროსთან და ბელარუსთან თამაშისთვის ვაისმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ცხადია, შემადგენლობას ოპტიმალური არ ეთქმის, ტრავმისა თუ სხვა მიზეზების გამო გუნდს ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, საბა კვირკველია აკლია, ამათ ნაცვლად კი ვაისის რჩეულთა სიაში ნაკრებში ნაკლებად გამოცდილ ფეხბურთელებს...

ვაისის ახალი აისი
ის, რაზეც აქამდე მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საუბრობდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა. პრესკონფერენციაზე სლოვაკმა მწვრთნელმა თქვა, რომ… – დიახ, გადავწყვიტე, საქართველოს ნაკრებში კიდევ ორი წელიწადი ვიმუშავებ, რის შემდეგაც, ვიმედოვნებ, ჩემი საქმიანობა წარმატებულად შეფასდება. შეგახსენებთ, სლოვაკი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. მის ხელში ეროვნულმა გუნდმა მოიგო 3 შეხვედრა (სამივე – ამხანაგური), ფრედ ითამაშა 7...

გერი, ცამეტკაცა…
გახურდა ცამეტკაცას, იგივე ლიგის რაგბის მსოფლიო თასი სამხრეთ ნახევარსფეროში და “სარბიელსაც” თემის გაშუქება მართებს. 2005-06 წლებში, სხვათა შორის, თხუთმეტკაცას განაყოფს ქართველებიც მიეძალნენ: შემუსრეს ჰოლანდია (34:14) და სერბეთი (44:12), დამაჯერებლად წააგეს რუსეთთან (14:48) და შანსი არ ჰქონიათ საფრანგეთთან (0:60), რის შემდეგაც 2008 წლის მსოფლიო თასის პირველ წრეში გაამწარეს კვლავ სერბეთი (45:10) და ჰოლანდია (57:16). შემდეგ კი ყველაფერი ჩამოიშალა, როცა გაირკვა, რომ...

ფიქრნი ემანუილ ამუნიკესი, ბურთაობა რომ სწყუროდა
ხვალ ბურთი ავარდება იოჰანესბურგში: აფრიკის თასის გათამაშების გახსნაზე ერთმანეთს შეერკინებიან სამხრეთი აფრიკა და კამერუნი – პიონერნი და ლომნი. მას კი, ტანმაღალ და ბრგე ემანუილ ამუნიკეს, გაახსენდება ორი წლის წინანდელი ფინალი, როდესაც ორი გოლი შეუგდო ზამბიას და აფრიკის ჩემპიონი გახდა. ასეთი რამ აღარ მოხდება: ვერც ამუნიკე შეაგდებს გოლს და ვერც ნიგერია გავა ფინალში. აფრიკის პირველი გუნდი პოლიტიკურ-ბოღმიანი კვანტისტრიალის გამო ასცდა მორიგ...

რაზე ესაუბრა ლინეკერი ფაბრეგასს?
გარი ლინეკერმა ტელეკომპანია BBC-სთვის „ჩელსისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველთან, სესკ ფაბრეგასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაიწერა. „ფაბრეგასმა მითხრა, რომ მომავალზე ლაპარაკი არ უყვარს, რადგან რამდენჯერაც საჯაროდ თქვა რამე, იმდენჯერ მის ცხოვრებაში ყველაფერი ყირაზე დადგა“ — თქვა ჟურნალისტმა, რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, ინგლისის ნაკრებში 80 თამაში ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. ლინეკერმა ყველაზე დიდი ტიტულები — ესპანეთის „სამეფო თასი“ და ევროპის თასების მფლობელთა თასი...

ტუზი და გაზი
გვაჯობეს უხეშობაში, გვაჯობეს პროვოკაციებში და გვაჯობეს ანგარიშშიც. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ცუდად დაიწყო, მასპინძელ ბოსნიასთან 0:1 წააგო და შანსი იმისა, რომ ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდეს, ძალიან შეიმცირა. მცირე იმიტომ არის, რომ ბოსნიისა და ანდორის გარდა, ჯგუფში გვყავს საფრანგეთიც. ჯერ ანდორას ვხვდებით, მერე საფრანგეთს და ორივე უნდა მოვიგოთ. გიორგი ყიფიანის ნაკრებს თავიდან ტუზი დაეცა, რაკიღა...

