დე ბრუინი საფრანგეთში ისვენებს

Home აქეთურ-იქითური დე ბრუინი საფრანგეთში ისვენებს
დე ბრუინი საფრანგეთში ისვენებს

კევინ დე ბრუინი „ნაპოლის” ფეხბურთელი გახდა. სანამ 33 წლის (34 წლისა შაბათს, 28 ივნისს გახდება) ბელგიელი ვარსკვლავი ახალ გუნდთან ერთად დიმაროს საწვრთნელ ბაზაზე მომდევნო სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, ის საფრანგეთის რივიერაზე ისვენებს. ნეაპოლური საიტები წერენ, რომ მათმა ახლმა ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე დაპოსტა ფოტო, რომელზეც ის ვირჯილ ვან დაიკთან და ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, ფენომენად წოდებულ რონალდოსთან ერთად არის გადაღებული. როგორც ჩანს, ფეხბურთის ვარსკვლავები ერთ კურორტზე ისვენებენ.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.