საქართველოს ჰოკეის ნაკრები ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფს ლიდერობს. ეს დღეს გაირკვა, როდესაც ჩვენებმა მთავარ ფავორიტად შერაცხული მასპინძლები 5:0 დაამარცხეს. პირველ პერიოდში ტიმურ ბაშაროვმა გახსნა ანგარიში, რასაც მეორე შაიბა მაკარ ნიკიშანინმა მიაყოლა. ბაშაროვმა მეორე პრიოდშიც გაიტანა, შემდეგ კი მხარი დანილ მეტლიუკმა აუბა. მესამე პერიოდში თავი დანილ დავიდოვმა გამოიჩნა...
ლივერპული ჩემპიონია! ნაპოლი – თითქმის
ფრანგულ საიტს maxifoot-ს კარგი რუბრიკა აქვს. ის წერს, რით იყო ევროპულ ფეხბურთში საინტერესო გასული დღე, ამ შემთხვევაში კვირა. გთავაზობთ, მისი დღევანდელი წერილის იმ მონაკვეთებს რომლებიც ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო საინტერესოა. 27 აპრილი „ბებერ კონტინენტზე’’ მართლაც მრავალმხრივ დრამატული გამოდგა. ლივერპული ჩემპიონი გახდა! „წითლები’’ ოფიციალურად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. საამისოდ მათ შინ „ტოტენჰემს’’ 5:1 მოუგეს. მეორე ადგილზე მოდის „არსენალი’’,...
ვინჩიჩი იმ თამაშიდან, როდესაც დემბელე დასჯილი იყო
უმნიშვნელოვანეს მატჩს ნაცნობი მსაჯი გაუძღვებაო, წერს „პარიზიენი’’. უეფამ „არსენალსა’’ და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის არბიტრად 44 წლის სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი დანიშნა. შეგახსენებთ, რომ თამაში ხვალ, სამშაბათს, ლონდონში „ემირეიტ სთედიუმზე’’ გაიმართება. რატომ არის ვინჩიჩი პარიზელთათვის ნაცნობი? იმიტომ, რომ ის მიმდნარე სეზონში „ემირეიტზე’’ „არსენალისა’’ და პსჟ-ს თამაშს უკვე სჯიდა. ეს 1 ოქტომბერს...


