ეროვნული ლიგის მე-5 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა, თუმც 11 გოლიდან 7 გორში გავიდა, სადაც „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა – 6:1. ვნახეთ სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც, რომელიც გორელთა 25 წლის თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ შეასრულა. ასევე გამოსარჩევია თელაველთა 17 წლის დებიუტანტის დავით კუტალიას გოლი. დავითმა პირდაპირ კუთხურიდან „ჩაახვია“ ბურთი მეტოქის კარის ბადეში. „ბათუმმა“ „ტორპედოს“ რევაზ ინჯგიას ერთადერთი გოლით მოუგო….
NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო, მოედანზე ორივე ქართველი ვიხილეთ და მათგან ერთმა მოიგო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „საკრამენტო კინგსი“ 121:91 დაამარცხა, რაშიც, თავისი არც თუ უმინშვნელო წვლილი გოგამაც დაიდო. ბითაძე სათადარიგო იყო და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა –12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ქართველმა ცენტრმა ცხრიდან…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes